სინგაპურელმა ბუქმეიქერმა უილსონ რაჯ პერუმალმა, რომელიც გარიგებული მატჩების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, მან მოზამბიკის ნაკრებს სტიმული მისცა, რომ ნიგერიელებთან მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი (0:1) დაეთმო. მეორე შემთხვევაში კი, მან ჰონდურასის მატჩზე ბუქმეიქერთა კოეფიციენტი განზრახ შეცვალა, რამაც, მისივე თქმით, ჰონდურასელთა გამარჯვებისკენ სწრაფვა გააძლიერა.
„ჩემმა გეგმამ იმუშავა. მე ნიგერიის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარე და შეუმჩნეველი გმირი გავხდი. მუნდიალზე ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებების გასვლა პირადად ჩემი დამსახურება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გუნდი მე გავიყვანე და ამის შესახებ საუბარი არ შემეძლო, რაც ნერვებს მიშლიდა“, – დაწერა პერუმალმა თავის მემუარულ წიგნში, რომელიც ევროპაში გასაყიდად დღეს გაეშვა.
ბექა დოგრაშვილი