კანკავა და „დნიპრო“ ვარშავაში გაფრინდნენ

დღეს დილით კაბა კანკავას „დნიპრო“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაფრინდა, სადაც ხვალ, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე „სევილიასთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალური მატჩში ითამაშებს.

„დელეგაციის შემადგენლობაში პირველი გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრია. გუნდთან ერთად ტრავმირებულები რომან ზოზულია, სერგეი კრავჩენკო, ონჯეი მაზუხი და ვიტალი მანძიუკი გაფრინდნენ. გარდა ამისა, ჩვენთან ერთად პაველ კსენზი და დიმიტრი ჩიგრინსკი არიან, რომელთაც ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვთ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

რეალი ფიორენტინას ვარშავაში შეხვდება

მადრიდის რეალი და ფიორენტინა ამხანაგურ მატჩს ვარშავაში ჩაატარებენ. ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით პოლონეთში შეხვედრა 16 აგვისტოს შედგება.

შეგახსენებთ, ფიორენტინამ იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო რეალმა პრიმერაში – მესამე. თუმცა, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

 

16 წლის პოლონელი ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი

გასულ დღეებში, პოლონეთში “ლომზასა” და “ლეგიას” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში, “ლეგიას” 16 წლის ფეხბურთელმა მილოშ კოზაკმა მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.