პირველი ლიგა: რა დაუჯდა “სამეგრელოს” “სასკოს” შეძენა?

შაბათს, 21 თებერვალს, უმაღლეს ლიგასთან ერთად მეორე ეტაპი პირველ ლიგაშიც დაიწყო. თუმცა, უმაღლესისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში ტური არასრული გამოდგა.

უცნობი მიზეზის გამო “ჭიათურასა” და თბილისის “სასკოს” შორის გასამართი შეხვედრა გადაიდო. როგორც შემდეგ გაირკვა, “სასკოს” ფინანსური პრობლემები ჰქონია და გუნდი ფაქტობრივად დაშლილი ყოფილა. მოთამაშეთა უმეტესობა სხვა გუნდებში გადავიდა, კლუბის ხელმძღვანელებმა კი “სასკოს” გაყიდვა გადაწყვიტეს.

თბილისური კლუბის ყიდვის სურვილი მეორე ლიგის ბინადრებს, გურჯაანის “ალაზანს” და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” ჰქონდათ. საბოლოოდ, თბილისელებს უკეთესი პირობები “სამეგრელოს” მესვეურებმა შესთავაზეს და კლუბიც მათი საკუთრება გახდა. დაუდასტურებელი ინფორამციით “სასკო” 50 000 დოლარად გაიყიდა.

ვრცელდებოდა ინფორამცია იმის შესახებ, თითქოს პირველ ლიგაში “სასკოს” “სამეგრელო” ჩაანაცვლებდა და მეგრული კლუბი ასპარეზობას თბილისური გუნდის ქულებით გააგრძელებდა. პრინციპში, ეს ასეც იქნება, თუმცა, როგორც გაირკვა, მიმდინარე სეზონს გუნდი “სასკოს” სახელით ჩაამთავრებს, რათა იურიდიული ნორმები არ დაიღვეს. ფაქტობრივად კი მოედანზე “სამეგრელოს” ფეხბურთელები იქნებიან. ამასთან ერთად მეორე ლიგაში გუნდი დიდი ალბათობით ახალგაზრდული შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასავლეთის გუნდებს “სამეგრელო” ჩხოროწყუში მიიღებს, ხოლო აღმოსავლეთის – თბილისში, “მარაკანაზე” უმასპინძლებს, სადაც პირველ ეტაპზე საშინაო თამაშებს “სასკო” ატარებდა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი იმ ფეხბურთელების საკითხია, რომლებიც კლუბების “ჩანაცვლების” შედეგად უგუნდოდ დარჩნენ. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, მეკარე ნიკა შერმადინი, რომელსაც Fanebi.com დაუკაშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“როგორც ვიცი “სასკო” გაიყიდა. მოთამაშეთა უმრავლესობა სხვა კლუბებში გადავიდა, ნაწილი უგუნდოდ დავრჩით, ხოლო რამდენიმემ სამწუხაროდ კარიერაც კი დაასრულა.

კლუბის ხელმძღავნელებმა გვითხრეს, რომ გუნდის გაყიდვას აპირებდნენ, რადგან მისი შენახვის საშუალება აღარ იყო. მაგრამ, იყო იმის შანსიც, რომ “სასკო” რომელიმე გუნდთან გაერთიანდებოდა და ასპარეზობას ჩველუებრივად, პირველ ლიგაში გააგრძელებდა, თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა, რამაც პირადად ჩემს გეგმებზეც უარყოფითად იმოქმედა.

ამჟამად უგუნდოდ ვარ და პირველი ლიგის რომელიმე გუნდში ვაპირებ მისვლას, სადაც თამაშის საშუალება მექნება. მოგეხსენებათ, მარტში 21-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბება და უგუნდოდ მყოფს გამოძახების შანსი არ მექნება” – გვითხრა შერმადინმა.

ამრიგად, პირველ ლიგას ძველი სახელით ახალი გუნდი შეემატება, რომელიც მეორე ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული და ზედა დივიზიონში დაწინაურების კანდიდატიც იყო.

სასკომ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

25-აგვისტოსს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I-ლიგის გათამაშებამ. I-ტურში “სასკოს” მეტოქე “ჭიათურა” იყო. მატჩი ჭიათურაში თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. წესისამებრ გუნდები მოედანზე 10-წუთით ადრე გამოვიდნენ და კლუბების კაპიტნებმა საქართველოს დროშა ჰიმნის თანხლებით აღმართეს.ჭიათურელმა მაყურებლმაც ნელ ნელა მოიყარა თავი სტადიონზე, მატჩს 500 მაყურებლამდე დაესწრო. “სასკოსთვის თამაში ცუდად დაიწყო მე-3-წუთზე გუნდის ლიდერი თორნიკე სტეფნიაშვილი მოედანზე ცუდად დაეცა და კოჭის ტრავმა მიიღო. მის მაგივრად მოედანზე კი გიორგი ვაშაკიძე გამოვიდა. თორნიკე, სავარაუდოდ, გუნდს შემდეგ მატჩშიც დააკლდება. პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურობდნენ და რამდენი მომენტიც გაანიავეს “სასკო” კი ძირითად კონტრშეტევებზე თამაშობდა.მატჩის 25-წუთზე დავით რაჟამაშვილის მიერ გატანილ გოლზე მთავარ მსაჯმა ოფსაიტი დააფიქსირა, ამის შემდეგ გუნდები პირველ ტაიმში იშვიათად თუ აწუხებდნენ ერთმანეთს.საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეორე ტაიმი, რაშიც რათქმაუნდა მზის ჩასვლამ იმოქმედა გუნდები უფრო ამოძრავდნენ და მეტი ხიფათი შეუქმნეს ერთმანეთს, მაგრამ პირველ ტაიმთან შედარებით “სასკო” უფრო უკეთესად გამოიყურებოდა,რატი წინამძღვრიშვილის აქტიურობას ჭიათურელი მცველის უხეშობა მოჰყვა და მთავარმა არბიტრმაც ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიწოდა, 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა გიორგი მანწკავამ აუღელვებლად შეასრულა და მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.საერთო ჯამში ორივე გუნდი უკმაყოფილო იყო კრიჭაშვილის მსაჯობით, მატჩის 70-წუთზე მან ჯაბა ბერიანიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო “სასკოს” 5 ფეხბურთელი გააფრთხილა და 3 “ჭიათურის” მოთამაშე. I-ლიგის გათამაშების მეორე ტური 31-აგვისტოს გაიმართება “სასკო” კი ამჯერად “ხარაგაულის ჩხერიმელას” ესტუმრება

25აგვისტო 500მაყურებელი სტადიონი “ჭიათურა დავით მაღრაძე”

ჭიათურა – სასკო ტიფლისი 0-1

სასკო ტიფლისი (შემადგენლობა) : 12.შერმადინი 2.წამალაშვილი 13.ბერიანიძე 4.გაგნიძე 14.ხუბუა 20.რაჟამაშვილი(15.ალენ ოუატარა 79წთ) 9.სტეფნიაშვილი(8.ვაშაკიძე 3წთ) 10.მანწკავა(C)(16.ლორენცო 68წთ) 7.დიასამიძე (17.ღირდალაძე 85წთ)11.წინამძღვრიშვილი(19.ჩანგელია 90+2წთ) 6.ძამსაშვილი
სათადარიგო : 1.ადამია 18.გოგლიძე

ჭიათურა (შემადგენლობა) : 1.გაფრინდაშვილი 7.გაფრინდაშვილი 5.ცუცქირიძე8.ნიჟარაძე 41.შუბითიძე 44.ლობჟანიძე 55.სევასტოპულო (C) 49.მოსიაშვილი 9.ფრეირე ტრაიანო ჟოზე ლინკოლნი 11.ხაჭიპერაძე 18.სილვა დე ოლივეირა

გაფრთხილება : ხუბუა, ბერიანიძე,ბერიანიძე,წამალაშვილი,გაგნიძე,შერმადინი
გაძევება : ბერიანიძე
მსაჯები : კრიჭაშვილი,გაბისონია,გოგოლაძე,ხუბულური

სასკოს პრესსამსახური

სასკომ მეტალურგს არ დაუთმო

დღეს, თასის დებიუტანტი სასკო უმაღლეს ლიგელ რუსთავის მეტალურგს ესტუმრა.დაძაბულ ორთაბრძოლაში მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სასკოში უამრავი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. თბილისელები გადახალისებულ რუსთაველებთან თავიდან არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ, რაც პირველ წუთებზე გატანილ გოლშიც აისახა.

გათანაბრება სასკომ პირველი ტაიმის მიწურულს სტანდარტული სიტუაციიდან შესძლო. ბურთი თავით კარში ჯაბა ბერიანიძემ გადაგზავნა.
მეორე ტაიმში გუნდები მთელი 45 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ზვერავდნენ. ბოლო 10 წუთში სასკო გააქტიურდა. მეკარესთან პირისპირ ორჯერ შოთა ჯიქია და დავით რაჟამაშვილი გავიდნენ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა გოლის გატანა .
მატჩის მიწურულს გიორგი კუცურუას დარტყმული ბურთი მეკარემ იოლად მოიგერია.
ასე რომ უმაღლესი ლიგელის და პირველი ლიგელის დაპირისპირებაში საბოლოოდ გამსვლელის ვინაობა თბილისში მერანის სტადიონზე გაირკვევა, სადაც თბილისური გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს.
სასკოს პრეს-სამსახური.

“სასკოს” ამბიციური გეგმები

პირველი ლიგის ბინადარ “სასკოს” მოდმევნო სეზონში ამბიციური გემგები ექნება. კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. Fanebi.com “სასკოს” მმართველს, გიორგი შანიძეს დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

– “სასკოს” სახით პირველ ლიგაში ძლიერი გუნდის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩვენი სპონსორი სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია “ერკე” იქნება. მომდევნო სეზონში “სასკოს” ღირსებას საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე დაიცავს. ჩვენთან ითამაშებენ: ლექსო ინწკირველი, შოთა ჯიქია, ჯაბა ბერიანიძე, გელა ხუბუა, გიორგი ქუცურუა, ზურა ძამსაშვილი, თორნიკე სტეფნიაშვილი და უჩა ბურძენაძე. ასევეე “სასკოში” არიან მეკარეები ადამია და ლეგაშვილი. დამეთანხმებით, რომ პირველი ლიგის კვალობაზე საკმაოდ კარგი შემადგნელობაა. გუნდში მხოლდო ერთი ლეგიონერი გვყავს. ეს ახალგაზრდა კოტ დივუარელი მოთამაშე ალანია.

– საშინაო მატჩებს სად ჩაატარებთ? 

გუნდი “ავაზაზე” ივარჯიშებს, ხოლო პირველი ლიგის ოფიციალურ მატჩებს 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩავატარებთ.

– ვინ უხელმძღვანელებს “სასკოს” ახალ სეზონში?

– მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეცილისტი, თემურ მახარაძე მოვიწვიეთ. მისი ასისტენტი გიორგი გოგიჩაიშვილი იქნება.

– რა მიზნები ექნება თქვენს კლუბს ახალ სეზონში? 

– უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი სურვილი გვაქვს.

– პირველ ლიგაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

– კონკურენტები “მაჭახელა”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი” იქნებიან. თუმცა, ჩემია ზრით, მთავარი ბრძოლა მაინც “მაჭახელასთან” გვექნება.

– “სასკოს” სამომავლო მიზნებზე რას გვეტყვით? 

– სამომავლოდ იგეგმება სკოლის გახსნა. ასევე გვყავს ფუტსალის და პლაჟის ფეხბურთის გუნდები.

სასკოს ორიდან ორი

გუშინ, 5 აგვისტოს, “სასკომ” რიგით მეორე სპარინგ მატჩი გამართა “ბოლნისის სიონის” დუბლებთან და დიდი ანგარიშითაც დაამარცხა მეტოქე 5-0.თემურ მახარაძემ ანალოგიურად, როგორც პირველ მატჩში ორი შემადგენლობით ითამაშა კვლავ ახალგაზრდებს დაუთმო პირველი ტაიმი რომელიც 1-0 მორჩა,მეორე ტაიმში კი გამოცდილი ფეხბურთელები ჩაერთვნენ, რომლებაც 4-გოლის გატანა შეძლეს.თავი პირველ ტაიმში ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თავური დარტყმით ღირდალაძემ გამოიჩინე,მეორე ტაიმში კი რატი წინამღვრიშვილმა ორჯერ, ინწკირველმა და არახამიამ თითო-თითო ჯერ მოახერხეს მეტოქის დამწუხრება.

სასკო ტიფლისი – სიონი ბოლნისი(დუბლები) 5-0
I-ტაიმი (შემადგენლობა) : 1.მაღრაძე 2.ხუციშვილი 3.წამალაშვილი(14.ახვლედიანი 35წთ) 4.ვეკუა 5.კირვალიძე 6.სოფრომაძე(15.ვაშაკიძე 35წთ) 7.ბერიანიძე 8.არახამია(16.ღირდალაძე 35 წთ) 9.ქურდაძე 10.ქუცურუა 11.მიქაძე(17.ოუატარა 35წთ)
II-ტაიმი (შემადგენლობა) : 1.ბრაჭული 2.ინწკირველი 3.საჯაია 4.ხუბუა 5.ძამსაშვილი 6.დიღმელაშვილი 7.ბურძენაძე 8.სტეფნიაშვილი 9.მანწკავა 10.არახამია 11.წინამძღვრიშვილი

გოლები : ღირდალაძე 40წთ(1-0), წინამძღვრიშვილი 50წთ(2-0), ინწკირველი 65წთ(3-0), არახამია 70წთ(4-0) წინამძღვრიშვილი 89წთ(5-0).

თბილისური დერბი “საბურთალომ” მოიგო

პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩში “ბენდელაზე” თბილისური დერბი გაიმართა. ერთმაენთს “საბურთალო” და “სასკო” დაუპირისპირდენენ.

მატჩის დაწყებამდე “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ევროპის თასი” მოიგო, საზეიმო ვითარებაში გადასცა კუთვნილი თასი.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე ანგარიშზეც აისახა. მე-11 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა კუთხურიდან ჩაახვია ლაშა ბრაჭულის კარში და “საბურთალოც” დაწინაურდა – 1:0.

ტაიმის დარჩენილი დრო ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლით აღინიშნა. მცირე უპირატესობას “საბურთალო” ფლობდა. თუმცა მომენტები “სასკოს” ფეხბურთელებსასც ჰქონდათ.

მეორე ტაიმის დებიუტში ინიციატივა “სასკომ” ჩაიგდო ხელში.  თუმცა, მიუხედავად ზარიას და სოფრომაძის აქტიურობისა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა სტუმრებმა ვერ მოახერხეს.

“საბურთალომ” კი, მატჩის ბოლოს საკმაოდ ბევრი სახიფათო ეპიზოდი შექმნა მეტოქის კართან და ორის რეალიზებაც მოახერხა. თავი ჯერ მამუჩიშვილმა გამოიჩინა შემდეგ კი, საბოლოო წერტილი ეფექტური გოლით თორნიკე სტეფნიაშვილმა დასვა.

 

საბურთალო 3-0 სასკო

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (11), 2:0 მამუჩაშვილი (86), 3:0 სტეფნიაშვილი (88).

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, კაკიაშვილი, ნადარია, ტაბიძე, თვარაძე, გოშთელიანი, ხარაიშვილი, მუჰამედ დიოპი.

სათადარიგოები: კუპატაძე, ბარამიძე, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, სტეფნიასვილი, ბლიაძე. 

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სასკო: ბრაჭული, ქობულაძე, ინწკირველი, გაგნიძე, გაფრინდაშვილი, შეწირული, დიღმელაშვილი, ქუცურუა, სოფრომაძე, რეხვიაშვილი, ზარია.

სათადარიგოები: ნონოსი, მაჩაიძე, არველაძე, მანწკავა, სარჯველაძე, არახამია, ჯოხაძე. 

მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი

 

ტურის დანარჩენი მატჩები:

ლოკომოტივი 5-0 ბეთლემი

დინამო ბათუმი 4-0 მაჭახელა

სამგურალი 5-2 ბახმარო

სტუ 3-3 ჭიათურა

კოლხეთი ხობი 1-1 დილა II

 

IMG_2276IMG_2277IMG_2284IMG_2283IMG_2282IMG_2268IMG_2264IMG_2246IMG_2243IMG_2202

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები