BBC-ის ცნობით “ვესტ ბრომვიჩის” ახალი მწვრთნელი ტონი პიულისი გახდება. 56 წლის სპეციალისტის დანიშვნის ამბავი პირველ იანვარს ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ “ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ალან ირვისნის გათავისუფლების შემდეგ გახდა ვაკანტური. მისი გაშვების მიზეზი კი კლუბის ცუდი შედეგები იყო.
პიულისი ბოლოს “კრისტალ პელასში” მუშაობდა, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში მე-11 ადგილი დაიკავა. თავად პიულისი კი გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.