ადებაიორი “კრისტალ პალასს” შეუერთდა

ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, რომელიც გასული წლის შემოდგომიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, “კრისტალ პალასს” შეუერთდა.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება. 31 წლის ფეხბურთელი ლონდონური კლუბის რიგებში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ემანუეოლ ადებაიორს კარიერის განმავლობაში “მეცში”, “მონაკოში”, “არსენალში”, “მანჩესტერ სიტიში”, მადრიდის “რეალსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურში” უთამაშია.

 

“კრისტალ პალასმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“კრისტალ პალასმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნილ უორნოკი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ მიიღო.

ამრიგად, უორნოკი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მომუშავე თავკაცებიდან პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც გუნდიდან დაითხოვეს.

66 წლის უორნოკი “კრისტალ პალასს” 2014 წლის აგვისტოდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო.

“კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კეიტ მილენი შეასრულებს, რომელიც მანამდე უორნოკის თანაშემწედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “კრისტალ პალასს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიცია უკავია.

 

ზაჰა: “ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “კრისტალ პალასში” განათხოვრებული ვილფრიდ ზაჰა იმედოვებს, რომ ადრე თუ გვიან “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება.

“მინდა, რომ “კრისტალ პალასში” კარგად ვითამაშო და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედში” დავბრუნდე. მე ალექს ფერგიუსონმა მიყიდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში მოსულ მწვრთნელებს ფეხბურთზე სხვა შეხედულებები აქვთ. ამიტომ, გარკვეული ხნით კლუბის დატოვება მომიხდა, თუმცა ჩემი მიზანი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებაა”, – ციტირებს ზაჰას სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

ვილფრიდ ზაჰას ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

 

პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს.

საუკეთესო მოთამაშედ „სანდერლენდის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი კონორ უიკჰემი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი – „კრისტალ პალასის“ უელსელი თავკაცი ტონი პიულისი

პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში „სანდერლენდს“ 21 წლის უიკჰემი ეხმარება, რომელმაც აპრილში გატანილი გოლით თავი ხუთჯერ გამოიჩინა, ორჯერ გაუტანა „მანჩესტერ სიტისა“ და „კარდიფს“, ერთხელ კი – ლონდონის „ჩელსის“.

რაც შეეხება პიულისს, მისი თავკაცობით „კრისტალ პალასმა“ აპრილში გამართული ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვებით დაასრულა. გუნდს ამ დროისთვის 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია და პრემიერლიგის მომდევნო სეზონში ადგილი განაღდებული აქვს.

ბექა დოგრაშვილი