საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ტულის “არსენალი” დატოვა და ფორმის შესანარჩუნებლად მოსკოვის “ტორპედოში” ვარჯიშობს. 31 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ განიხილავს რუსეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შესაძლებლობებს.
“რატომ არ გამიგრძელეს კონტრაქტი? არ ვიცი, ასე რატომ გამოვიდა. ესე იგი გუნდს არ ვერგები. კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელშეკრულებას გამიხანგრძლივებდნენ და გუნდში დავრჩებოდი. ამის წინაპირობები და საუბრებიც იყო. ჩემთვის მოულოდნელია, რაც მოხდა. სეზონის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ კონტრაქტს გამიხანგრძლივებდნენ. სეზონი დასრულდა და შვებულებაში წავედი. შემდეგ არავინ დამიკავშირდა.
ახლა მოსკოვში ვარ, “ტორპედოში” ვვარჯიშობ, ფორმას ვინარჩუნებ. კლუბის ხელმძღვანელებს გუნდთან ერთად ვარჯიში ვთხოვე და დამთანხმდნენ. “ტორპედოსთან” არანაირი შეთანხმება არ მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება მომავალში.
რამდენიმე კლუბთან მაქვს საუბრები, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, რომელ გუნდებთან. რუსეთის მეორე ლიგაზე არ მსურს ლაპარაკი. მხოლოდ პრემიერლიგის ვარიანტს განვიხილავ. მინდა, რომ ეს გაურკვევლობა მალე დასრულდეს”, – აღნიშნა გია გრიგალავამ.