„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა.

მას შემდეგ, რაც „ფიორენტინა“ შინ „სასუოლოსთან“ ანგარიშით 3:4 დამარცხდა, „ვიოლამ“ ნეაპოლიტანურ გუნდთან დაწევის თეორიული შანსი მოისპო. ამას ისიც დაემატა, რომ „ნაპოლიმ“ „კალიარი“ ანგარიშით 3:0 გაანადგურა და მადევარს შორის სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა. სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და „ფიორენტინა“ საუკეთესო შემთხვევაში, სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებს.

ამრიგად, რაფაელ ბენიტესის გუნდისთვის ეს კვირა მეტად წარმატებულია: ჯერ იგივე „ფიორენტინა“ დაამარცხა იტალიის თასის ფინალში, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

ბექა დოგრაშვილი