ოზილი: “უილშირის ათნომრიანი მაისური ისევ მსურს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” 2013 წელს მივიდა. იქიდან მოყოლებული, გერმანელი ფეხბურთელი ტიპიური “ათიანია”, თუმცა 11-ნომრიან მასიურს ატარებს. 10-ნომრიანი ფორმა აქამდე ჯეკ უილშირს ეცვა, რომელიც წელს “ბორნმუთშია” განათხოვრებული.

ერთ-ერთ ინტერვიუში ოზილს ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს, რომელზეც თურქული ფესვების მქონე მოთამაშემ საინტერესო პასუხი გასცა.

“რაც უილშირი წავიდა, ათნომრიანი მაისური თავისუფალია. თუმცა, ჯერ მაინც არ მაძლევენ მისი ჩაცმის საშუალებას. დიახ, მე ნამდვილად მსურს მეცვას აღნიშნულნორმიანი ფორმა,” – განაცხადა 28 წლის ფლეიმეიქერმა.

რომელი კლუბის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Mirror-ი.

როგორც ცნობილი გახდა, 2011-2016 წლებში, ანუ ბოლო ხუთ სეზონში ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ თამაშობს, ის ამ მხრივ მაინც ლიდერობს. “წითელმა ეშმაკებმა” ნახსენებ შუალედში, ერთ წელში საშუალოდ 1 750 000 მაისური გაყიდეს.

მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს, რომლის მიერ წელიწადში გაყიდული ფორმების რაოდენობა 100 000-ით ნაკლებია “მანჩესტერისაზე”.

ხუთეულის დანარჩენ სამ ადგილს “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “ჩელსი” იკავებენ.

5 ყველაზე ცუდი ფორმა 2015-16 წლების სეზონში

საფეხბურთო პორტალმა Kick TV-მ 2015-16 წლების სეზონის ხუთი ყველაზე ცუდი ფორმა დაასახელა.

5. მიონხენგლადბახის “ბორუსია”

4. “პორტუ”

3. “შტურმი”

2. “ნორვიჩი”

1. “ვარენ ნაგასაკი”

ახალი სეზონის 7 საუკეთესო ფორმა ფეხბურთში

საფეხბურთო პორტალმა Copa 90-მა ახალი სეზონის შვიდი საუკეთესო ფორმა დაასახელა.

“რომა” (საგარეო)

“ნოტინგემ ფორესტი” (საშინაო)

ფრანკურტის “აინტრახტი” (საგარეო)

“ვესტ ჰემი” (საშინაო)

“ფიორენტინა” (საშინაო)

“კავასაკი ფრონტალე” (საშინაო)

“ვალენსია” (მესამე ფორმა)

„ინტერის“ ახალი ფორმა

მილანის „ინტერმა“ კლუბის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ „ნერიაძურიმ“ გუშინ კლუბის ახალი გერბიც წარმოადგინა.

„ახალი გერბი, ძველი „ინტერი“, – ასეთია მილანური კლუბის რებრენდინგის დევიზი.

 

რა იქცა შოტლანდიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმის შთაგონების წყაროდ?

გუშინ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქე შოტლანდიის ნაკრებმა ახალი საგარეო ფორმა წარადგინა, რომლის დიზაინმაც აზრთა სხვადასხვობა გამოიწვია. მაისურის დიზაინის შთაგონების წყაროდ შოტლანდიაში XVIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული როზბერთა საგრაფოს სამოსის შეფერილობა იქცა. ამავე ფერის ფორმებს ატარებდნენ როზბერის ჟოკეები. 1894-1895 წლებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და როზბერის მეხუთე გრაფი არჩიბალდ ფილიპ პრიმროუზი შოტლანდიურ სპორტში მეტად ღვაწლმოსილ პიროვნებად ითვლებოდა. მის განსაკუთრებულ ინტერესს დოღი, ფეხბურთი და რაგბი იწვევდა.

გრაფი არჩიბალდ პრიმროუზი შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტადაც აირჩიეს. რაც შეეხება შოტლანდიელთა ახალ საგარეო ფორმას, მაისურის წინა მხარე გაწყობილია ერთი ვარდისფერი და რამდენიმე ქარვისფერი ზოლით. მსგავსი ფორმით შოტლანდიის ნაკრები 1940-იან წლებშიც თამაშობდა.

სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ქომაგები ახალ საგარეო ფორმაზე ამგვარ კომენტარებს აკეთებდნენ:

„ისე ჩანს, თითქოს შოტლანდიის ნაკრების სპონსორი McDonalds-ი გამხდარიყოს!“

„შოტლანდიის ნაკრების ახალი საგარეო ფორმა ძალიან მომწონს. ის სრულიად განსხვავებულია – უცნაურია, როცა შოტლნადიის ნაკრებს ლურჯ ფორმაში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც კარგი ფორმა ჩანს“.

ამ ფორმის შესახებ არანაკლებ საინტერესო კომენტარები გააკეთეს Fanebi.com-ის Facebook-ის გვერდზე:

„ამათ „ტაბურეტკის“ არ ეშინიათ?!“

„ღამის პიჟამოები მეგონა“.

მაისური გაყიდვაში პირველი მარტიდან გაეშვება.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ მომდევნო სეზონში ვარდისფერი მაისურით ითამაშებს (ფოტო)

footyheadlines.com-ის ცნობით, 2014/15 წლების სეზონში მადრიდის „რეალს“ ვარდისფერი საგარეო ფორმა ექნება.

საშინაო კომპლექტი ტრადიციული თეთრი ფერისა დარჩება, თუმცა შავი და ვარდისფერი აქცენტები დაემატება.

„სამეფო კლუბის“ საგარეო ფორმა, როგორც მოგახსენეთ, ვარდისფერი გახდება, რომელსაც თეთრი აქცენტები ექნება.

„რეალის“ მესამე ფორმა შავი ფერისა იქნება, რომელიც თეთრი ზოლებით გაფორმდება.

აქვე გთავაზობთ „რეალის“ ვარდისფერი მაისურის ფოტოს.