ჰოვარდ ვები ფეხბურთს უბრუნდება

პენსიაზე გასულმა ფიფას ყოფილმა მსაჯმა, ჰოვარდ ვებმა გადაწყვიტა, ფეხბურთში დაბრუნებულიყო. ის ვიდეო გამეორებებზე იმუშავებს.

როგორც ცნობილი ხდება, საჭირო ტრენინგების გავლის შემდეგ, ვები უმალვე შეუდგება მუშაობას (მარტის თვიდან). მანამ კი, ამერიკული საფეხბურთო ლიგა (MLS) ამ პროგრამას პრე-სეზონის 30 მატჩში გამოცდის.

შეგახსენებთ, რომ ვები მსაჯის სტატუსს 25 წლის მანძილზე ატარებდა და ამ დროის მანძილზე, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული 500-ზე მეტი მატჩი განსაჯა. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ერთ წელს ჩემპიონთა ლიგისა და მუნდიალის ფინალებში იმუშავა (2010).

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გახდე მსაჯი

საფეხბურთო პორტალმა Copa 90-მა დაასახელა რვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გახდე მსაჯი.

1. ყოველთვის უნდა უყურო ფეხბურთელს, რომელიც შენსკენ მორბის

2. თუ ვინმეს თამაშში ხელს შეუშლი, წაგაქცევენ

3. ყველა დაგცინებს, როცა ეფექტურად თამაშს გადაწყვეტ

4. შეიძლება, სახეში ფეხბურთელის ხელი მოგხვდეს

5. ყვითელი ბარათის ასარიდებლად, ფეხბურთელი ამას გააკეთებს

6. შეეცდებიან, ბარათები მოგპარონ

7. ყოველთვის უნდა იცოდე, რა ხდება შენს უკან

8. ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ბურთი სახეში მოგხვდეს

“ტოტენჰემის” ფეხბურთელმა ჰოვარდ უები “მოცელა”

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლევის ჰოლტბიმ მთავარი არბიტრი ჰოვარდ უები “მოცელა”.