ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელ სამუელ ეტოოს მახაჭკალაში უკანასკნელი ვიზიტის დროს ადგილობრივი „ანჟის“ მფლობელმა სულეიმან ქერიმოვმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
როგორც ცნობილია, ეტოოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. სავარაუდოდ, მხარეებს შორის ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. 33 წლის კამერუნელი ფეხბურთელი ქერიმოვს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ წინადადებაზე იფიქრებს. ცნობილია ისიც, რომ ეტოოს შემოთავაზებები აქვს ერთ-ერთი სტამბულური კლუბიდან და გაერთიანებული საემიროებიდან.
შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტოო „ანჟის“ ღირსებას 2011-დან 2013 წლამდე იცავდა.
გეტყვით იმასაც, რომ დაღესტნური კლუბის რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნა გარდაუვალია.
ბექა დოგრაშვილი