“ასტონ ვილამ” ტიმ შერვუდი გაათავისუფლა

“ასტონ ვილამ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიმ შერვუდი გაათავისუფლა.

იგი ბირმინგემულ გუნდს მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ძველი სამწვრთნელო შტაბიდან “ასტონ ვილაში” მხოლოდ ტონი პარკსი დარჩება. შერვუდთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა შემდეგმა თანაშემწეებმა: რეი უილკინსმა, მარკ რობსონმა და შემუს ბრეიდიმ.

გუნდს დროებით კევინ მაკდონალდი უთავკაცებს.

“ასტონ ვილამ” ინგლსისი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. გუნდს 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

 

“ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ტიმ შერვუდი დაინიშნა

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიმ შერვუდი დაინიშნა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

შერვუდმა, რომელიც მანამდე “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხელმძღვანელობდა, “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე კვირაში გათავისუფლებული პოლ ლამბერტი შეცვალა.

“ასტონ ვილას” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილი უკავია.

 

„ტოტენჰემმა“ ტიმ შერვუდი გაათავისუფლა

ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიმ შერვუდი დაითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ შერვუდი აღნიშნულ პოზიციაზე აწ უკვე დასრულებული სეზონის მიმდინარეობისას, გათავისუფლებული ანდრე ვილაშ-ბოაშის ნაცვლად დაინიშნა. „დეზებმა“ სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს.

შერვუდის სავარაუდო შემცვლელად ამსტერდამის „აიაქსის“ თავკაც ფრანკ დე ბურს ასახელებენ. გარდა ამისა, სახელდება „საუთჰემპტონის“ დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურაც.