გიორგი პაპავა – იდეალური ადგილია მოსამზადებლად

ჰოლანდიური შეკრება დაიწყო. მეორე უცხოურ შეკრებაზე ჩვენი პირველი რესპოდენტი დინამოს და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპავა იქნება. თემები- შეკრება, მომავალი მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრებია.

გიორგი პაპავა – იდეალური ადგილია წყნარად და მშვიდად მოსამზადებლად. მშვენიერი ბუნება, გრილი ჰავა, ხარისხიანი მოედანი, ყველა საჭირო ინვენტარი, კომფორტული გარემო სავარჯიშოდ და მოსამზადებლად.
აქტობე კარგი გუნდია. ჩემპიონატი მიმდინარეობს და ერთპიროვნული ლიდერია. რთული თამაშები გველის. კარგად უნდა მოვემზადოთ და ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

მსოფლიოზე დღევანდელ შეხვედრებში ვფიქრობ არგენტინა, ირანი, საფრანგეთი და შვეიცარია მოიგებენ.

არგენტინა – ნიგერია 1
ირანი – ბოსნია 1
შვეიცარია – ჰონდურასი 1
საფრანგეთი – ეკვადორი 1

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 17 მაისს, თბილისის დინამო უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას დინამო არენაზე მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 49–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 30 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 96/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 8–ჯერ დაფიქსირდა და რვაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 19 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

fcdinamo.ge