ბექა ბურჯანაძე: “ეს იყო საქართველოსთვის!” (ფოტო)

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო სტუმრად, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ჩვენი საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ეროვნული გუნდის წევრი, ბექა ბურჯანაძე.

cats

ბურჯანაძე: „იმედია, ევრობასკეტამდე შეცდომებს გამოვასწორებთ“

ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ შეაფასა.

„ვიცოდით, რომ ლატვია ძალიან ძლიერი ნაკრებია. პლიუსია რომ ხუთივე მოთაშეზად იყო. იდეალური არაფერი იყო იმედია ევრობასკეტამდე შეცდომებს გამოვასწორებთ.

მწვრთნელს ნდობისთვის მადლობას ვუხდი. ეს მოსამზადებელი მატჩებია, ამიტომ იტალიასთან შეხვედრას ამისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბექა ბურჯანაძე: მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ხორვატიას რევანშს ავუღებთ

საქართველოს ნაკრების ლეგიონერებიდან ბექა ბურჯანაძე ერთ-ერთია, რომელსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა. მეტიც – ბურჯანაძისთვის ახლახანს დასრულებული სეზონი კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა სეზონის შუაში გუნდი გამოიცვალა – ესპანეთის უმაღლესლიგელი „სევილიიდან“ ბექა მეორე ლიგის „ლეიმა ბასკკეტში“ გადავიდა, სადაც სათამაშო დრო და შესაბამისად, შედეგიანობა გაეზარდა. ბექასთან ინტერვიუ გასული სეზონის შეფასებით დავიწყეთ…

– გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ, შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი სეზონიც შეიძლებოდა მქონოდა, თუმცა საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ. მცირე ჩავარდნის შემდეგ, რომელიც შუა სეზონში მქონდა, დასკვნითი ნაწილი კარგად ჩავატარე. ცხადია, მომავალ სეზონში საკუთარი თამაშის ეს დონე აღარ დამაკმაყოფილებს.

– რა იყო მიზეზი, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარე?

– ახალ გუნდში რომ გადმოვედი, სიტუაციას თავიდან ალღო კარგად ვერ ავუღე. თამაშიც არ მიმდიოდა, თუმცა სეზონის დასასრული ახლოვდებოდა და სხვა გზა არ მქონდა, რამენაირად უნდა გამომესწორებინა თამაში, რათა შთაბეჭდილება მომეხდინა და ყურადღება მიმექცია, რაც გამომივიდა კიდეც.

– ანუ შემოთავაზებები მიიღე?

– არ დავმალავ და ლეიმა ბასკეტისგან შემოთავაზება რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მივიღე. ჯერ კიდევ 1 მატჩი იყო დარჩენილი, როცა კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, დიდი სურვილი გვაქვს, თუკი მომავალ სეზონსაც ჩვენთან იქნებიო. ვნახოთ მეთქი, საბოლოო პასუხი არ მითქვამს.

– რატომ, ალბათ სხვა ვარიანტებიც გაქვს.

– გუნდის სახელს არ დავასახელებ და არის ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდის ვარიანტი. დაახლოებით 2-3 დღეში გაირკვევა, რას შემომთავაზებენ და შემომთავაზებენ თუ არა. მეც ჯერ-ჯერობით ლაკორუნიაში ვარ და სანამ რამე კონკრეტული წინადადება გამოჩნდება, ლეიმა ბასკეტის ბაზაზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.

– უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მართებულ ნაბიჯად მიგაჩნია?

– სადაც ჩემთვის განვითარების უკეთესი გარემო იქნება, იქ წავალ, იქნება ეს უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა თუ საერთოდ სხვა ქვეყნის ჩემპიონატი. არ მაქვს პრობლემა, შემიძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, თუკი დარწმუნებული ვიქნები მის სისწორეში.

ლა კორუნიას უფრო დიდ ქალაქში თამაში არ გიჯობს?

– მთავარია უმაღლეს დონეზე ითამაშო და საკუთარი თავით კმაყოფილი იყო. ისე კი, ლა კორუნია დიდი სპორტული ტრადიციების ქალაქია. გეცოდინებათ დეპორტივო, რომელიც ახლო წარსულში ორგზის ესპანეთის ჩემპიონია. დეპორტივოს ეხლა ცუდი დროება უდგას, თუმცა მათ თამაშზე მაინც წავედი და ფეხბურთის ყურებისგან სიამოვნება მივიღე.

– ნაკრებზე რას იტყვი, რამდენად მზად ხარ ევროპის ჩემპიონატზე გუნდს დახმარება გაუწიო?

– მე 100 პროცენტით მზად ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ასე იქნება ახლაც. ვიცი, რომ ბევრი სამუშაო მაქვს, ვიცი, რომ ჯერაც ბევრი მიკლია სრულყოფილ თამაშამდე და ამ გამოწვევას ვღებულობ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემზე გამოცდილი კალათბურთელისგან ცოდნა შევიძინო, მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრებში ვიმყოფები.

– შანსებზე რას იტყვი?

– შესანიშნავი მოსამზადებელი გეგმა გვაქვს. ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან ძლიერი ნაკრებები გაგვიწევენ სპარინგ-პარტნიორობას – საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, არც ბოსნიაა ნაკლები. მთავარი ისაა, ტრავმებმა არ შეგვაწუხოს და წარმატებული ასპარეზობის დიდი შანსი გვექნება.

– სანიკიძე, რომელიც შენი ამპლუისაა, დღესდღეობით ვერ ვარჯიშობს…

– რამდენადაც ვიცი, სანიკიძე ევროპის ჩემპიონატისთვის 100 პროცენტით მზად იქნება.  ასე რომ, ღმერთის წყალობით ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით.

– ყველაზე უხერხული მეტოქე რომელია?

– რა თქმა უნდა, მასპინძელი ხორვატია, რომლისგანაც მწარე მოგონებები მოგვდევს და სლოვენიაც ანალოგიურად. ორივე გუნდი გასულ ევრობასკეტზე ჯგუფში გვყავდა და ორივესთან ბოლო წამებზე დავმარცხდით. ხორვატიის განსაკუთრებული ჟინი მაქვს და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ევრობასკეტის მასპინძლებს რევანშს ავუღებთ.

ბურჯანაძის “კორუნა” ერთ-ერთ ლიდერთან ბრძოლაში დამარცხდა

ბექა ბურჯანაძის გუნდმა ესპანეთის მეორე ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. ტრადიციულად, „კორუნა ბასკეტის“ მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

ლაკორუნიელები ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „რიბეირას“ შეხვდნენ და 5 ქულის სხვაობით – 57:62 დამარცხდნენ. ბექამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ბურჯანაძის გუნდს 8 მოგება და 11 მარცხი აქვს და 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილი უკავია.

gbf.ge

ბურჯანაძემ “კორუნას” გამარჯვებაში 10-ქულიანი წვლილი შეიტანა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „კორუნა ბასკეტმა“, რომელმაც „უესკა“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 77:74დაამარცხა.

ბურჯანაძე ლაკორუნიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:40 წუთში თავი 10 ქულას, 4 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

8 მოგებითა და 10 მარცხით ბურჯანაძის გუნდი „ლებ გოლდად“ წოდებულ მეორე დივიზიონში მე-10 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 თებერვალს, „ბრეგანთან“ გამართავს.

gbf.ge

ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და გამარჯვება “ვალიადოლიდთან”

ექა ბურჯანაძის მორიგი წარმატება ესპანეთში. რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ქართველის „კორუნა ლეიმა ბასკეტმა“ „ვალიადოლიდს უმასპინძლა და 11 ქულით – 72:61 დაამარცხა. გამარჯვბაში ლომის წილი დაიდო ბურჯანაძემ, რომელმაც 13 ქულა დააგროვა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 17:25 წუთზე მეტი არ უთამაშია. ამ დროში ბექამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, 13 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნაც მოაყოლა. ლაკორუნიელთაგან 15 ქულით ბომბარდირი კაილი როული გახდა.

7 მოგებითა და 9 მარცხით „ლეიმა ბასკეტი“ ესპანეთის 15-გუნდიან მეორე ლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბურჯანაძის გუნდს 16 იანვას სტუმრად „ბურგოსთან“ ელის.

gbf.ge

ბურჯანაძის 12 ქულამ “ლეიმას” “ლეიდასთან” ვერ უშველა.

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“ სტუმრად „ლეიდას“ ბოლო მეოთხედი 32:14 მოუგო, მაგრამ ამის მიუხედავად საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდის ჩინებული თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბურჯანაძის გუნდმა „ლეიდასთან“ ბრძოლაში – 65:69 წააგო. როგორც აღვნიშნეთ, ლაკორუნიელებმა ბოლო პერიოდი 18 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბურჯანაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 32 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ მას 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაუგროვდა, რაც მწირექულიან მატჩში საკმაოდ მაღალი შედეგია.

„ლეიმა ბასკეტს“ 15 ტურის შემდეგ 7 გამარჯვება აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 იანვარს, „ლეიმა ბასკეტი“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

gbf.ge

მარცხიან მატჩში ბურჯანაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

ბექა ბურჯანაძის „კორუნა ბასკეტმა“, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მორიგ ტურში სტუმრად „პალენსიას“ შეხვდა და 46:64 დამარცხდა. მცირექულიან მატჩში ქართველი ფორვარდი თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ბექამ 6-დან 2სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილაბურთი 3-ჯერ დაკარგაერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო,მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„კორუნა ბასკეტს“ 6 მოგება და 8 მარცხი აქვს და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა. 4 იანვარს “ლეიმა ბასკეტ კორუნა” სტუმრადლეიდას” ეთამაშება.

gbf.ge

ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთში: 28 ქულა და 13 მოხსნა

ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანურ კარიერაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ „კორუნა ლეიმას“ ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში 28 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ 20 წლის ქართველს გარჯა არ დაუფასდა და მიუხედავად მისი დიდებული გარჯისა, ლაკორუნიული გუნდი დამარცხდა.

„კორუნა ლეიმა“ სტუმრად „ოვიედოს“ შეხვდა და მატჩი ბრძოლაში – 70:77 დათმო. ქართველი ფორვარდს რაც შეეძლო, ლიდერობდა თავის გუნდს, მაგრამ… ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 35 წუთი ითამაშა და 9-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 28 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად ბექამ 2 პასი მიითვალა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ქართველი ახალგაზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34(!) უწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბურჯანაძის კვალზე 11 ქულა დააგროვა ლაკორუნიელმა დანიელ ვუიასინოვიჩმა, ხოლო გაარჯვებულ ოვიედოელთაგან 16 ქულით საუკეთესო ალვარო მუნოსი გახლდათ.

4 მოგებითა და 6 არცხით 15-გუნდიან „ოქროს ლიგაში“ „კორუნა” მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი „პლანასას“ უმასპინძლებს.

gbf.ge

ბურჯანაძის 7 ქულა და 7 მოხსნა აუტსაიდერთან მარცხიან მატჩში

ესპანეთის მეორე, „ვერცხლის ლიგაში“ მომდევნო მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის „კორუნამ“ და მარცხი განიცადა. ლარკორუნიელებმა აუტსაიდერ „ოურესნსეს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 63:70 დათმეს.

ქართველმა ფორვარდმა 19 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბურჯანაძემ  7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგო, 2 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთაგან 13 ქუითა და 6 ოხსნით საუკეთესო შედეგი ხესუს კასტრომ დააფიქსირა, ხოლო ბომბარდირი 14 ქულით ხალიდ მუტაკაბირი გახდა.

ლა კორუნიელებმა 3 მოგების წილ მე-4 მარცხი განიცადეს და ცხრილის ქვედა ნაწილში გადაინაცვლესშემდეგ მატჩს კი 23 ნოემბერს,სტუმრადმალიორკაში, “პალმასთან” ჩაატარებენ.

gbf.ge

ბურჯანაძის 19 ქულა “ლეიმა ბასკეტს” გამარჯვებისთვის არ ეყო

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის გუნდში გადასვლა ბექა ბურჯანაძისთვის სწორი ნაბიჯი იყო. ახალგაზრდა ქართველს უმაღლეს ლიგაში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ქვედა ლიგაში კი მას ათამაშებენ და ბექა ამართლებს კიდეც. გასულ ტურში ის თავის გუნდში ბომბარდირი იყო, თუმც ლაკორუნიული „ლეიმა“ წაგებას მაინც ვერ ასცდა.

ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად „უესკას“ ეთამაშა და 73:83 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა ბურთიც ერთხელ დაკარგა. ბექმ 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობის კოეფიციენტით ის ოდნავ ჩამორჩა თანაგუნდელ ხესუს კასტროს.

ბურჯანაძის კლუბმა 15-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლამომდევნო მატჩს კი 1ნოემბერსისევ სტუმრად, “ბრეოგანთან” ჩაატარებს.

ბურჯანაძის 12 ქულა ლა კორუნიის გუნდის სადებიუტო მატჩში

ესპანურ „ლეიმა ბასკეტის“ შემადგენლობაში ურიგო დებიუტი არ ჰქონია  ბექა ბურჯანაძეს, თუმცა მისმა გუნდმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელიც „ადეკო ოროს“ სახელს ატარებს, მარცხი განიცადა. ეს იყო ჩემპიონატის მეორე მატჩი, ხოლო პირველში, რომელიც ლა კორუნიას გუნდმა მოიგო, ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.

ლაკორუნიელები ვალიადოლიდში ანალოგიური სახელის მქონე კლუბს შეხვდნენ. ვალიადოლიდელები გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდნენ და გასაკვირიც არ იყო, რომ მოიგეს. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 77:68 დასრულდა და ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბურჯანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 21:27 წუთით გავიდა და საბოლოო ჯამში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს, „ლეიმა“ ლა კორუნიაში „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

gbf.ge