საფრანგეთში ლიგა 1-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარისთვის ამ ჯილდოს წართმევა “მარსელის” კარის დარაჯმა, სტივ მანდანდამ შეძლო, რომელმაც ხმების 47 პროცენტი მიიღო.
რაც შეეხება ნეიმარს, რომელმაც სადებიუტო თვეში სამი გოლის გატანა შეძლო “პარიზელთათვის”, ის მეორე ადგილზე გავიდა ხმების 37 პროცენტით. მესამე პოზიცია კი “ბორდოს” ნახევარმცველმა, მალკომმა დაიკავა (16%).
მიმდინარე სეზონში მანდანდამ 9 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და მხოლოდ სამ მათგანში შეძლო კარის მშრალად შენახვა. აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად კი რადამელ ფალკაო იქნა დასახელებული.