უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩი კატალონიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი – 5:1.
პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ საკუთარი მოსაზრება მატჩის შემდეგ გამოთქვა.
“ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან დავმარცხდით. მძიმე საღამო იყო, თუმცა კვლავაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ბლანმა უდიდესი სამუშაო გასწია. იმედი მაქვს, პრესა მას თავს არ დაესხმევა.
საფრანგეთში არსებული სამივე ჩემპიონატის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ”, – ალ-ხელაიფის კომენტარი L’Equipe-მა გამოაქვეყნა.