“რეალის” ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო ოცი წლის მანძილზე

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის სამი საშინაო მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს. მათ “ვალენსიასთან” (2-2) და “ლევანტესთან” (1-1) ფრე ითამაშეს, ხოლო უკვე ნახსენებ “რეალ ბეტისთან” სანაბრიას მიერ, შეხვედრის მეოთხე დამატებით წუთზე გატანილი თავურით დამარცხდნენ. ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს “ბლანკოსს” 1996/1997 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ “თეთრებმა” ორი საშინაო დაპირისპირება წააგეს და ერთი ფრეც გააგორეს.

ამჟამად, “რეალს” რვა აქულა აქვს და შვიდით ჩამორჩება მოსისხლე მტერ “ბარსელონას”.

ზიდანი: “26 თუ 27 მომენტი გვქონდა, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ეს ძალიან ცუდია… ცუდია, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა. ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. კარგად არ გვითამაშია, თუმცა არც ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევრის პირველი წუთები კარგი იყო, თუმცა შემდეგ რიგ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ. 26 თუ 27 მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ უნდოდა. არასასიამოვნოა, როცა ასეთი რამ საკუთარ მოედანზე გემართება.”

“სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ახალ სეზონში, ლა ლიგის სამი შეხვედრა ჩავატარეთ “ბერნაბეუზე” და ნამდვილად არ დავტოვეთ სათანადო შთაბეჭდილება. რა უნდა ვქნათ? მომავალ თამაშებში ყველა შანსის მაქსიმალურად გამოყენებას უნდა შევეცადოთ, რათა მოგება შევძლოთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

პიკემ შესაძლოა, ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ შესაძლოა, პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

ესპანელმა გუშინდელ “ელ კლასიკოში”, მეორე ტაიმის მიწურულს იგრძნო მარცხენა ფეხის დამატების კუნთში ტკივილები. როგორც გაირკვა, ხერარდს მიკროტრავმა აქვს და კუნთის დასვენების მიზნით, მან შესაძლოა, ოც აგვსიტოს აღნიშნული მეტოქის წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესიც არის ნახსნები შეხვედრის გამოტოვების საფრთხის წინაშე. მას მარჯვენა მუხლზე აქვს დაზიანება.

 

“ბეტისი” ადასტურებს: სებალოსი “რეალში” მიდის

“რეალ ბეტისის” დირექტორი, ანხელ ჰარო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის კუთვნილებაში მყოფი დანი სებალოსი მომავალი სეზონიდან მადრიდის “რეალში” გააგრძელებს კარიერას.

“დანიმ ჩვენი წინადადება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე უარყო. ამის შემდეგ, “რეალის” ხელმძღვანელები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ფეხბურთელთან სიტყვიერ ხელშეკრულებას მიაღწიეს.

ამ დროისთვის ორივე კლუბი მუშაობს ტრანსფერზე. მომდევნო საათებში, ან დღეებში ყველაფერი გაოფიციალურდება,” – აცხადებს ჰარო.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ესპანელი ფეხბურთელი ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მისი გადაბირების სურვილს კატალონიური “ბარსელონაც” გამოთქვამდა.

“ბეტისის” ფეხბურთელები “მალაგასთან” მატჩში არატრადიციული ფორმებით ითამაშებენ (ფოტო)

“რეალ ბეტისი” ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში განსხვავებული ფორმით ითამაშებს. ამ გადაწყვეტილების ავტორი კი მათი სპონსორი, Adidas გახლავთ.

როგორც იცით, აღნიშნული ტურის მატჩი, რომლის ეგიდითაც “ბეტისი” “მალაგას” ესტუმრება, 28 თებერვალს, ანდალუსიის დღეს უნდა გაიმართოს.

null

ამ მატჩში “ბეტისი” ისეთივე სტილის ფორმით ითამაშებს, როგორითაც შოტლანდიური “სელტიკი” თამაშობს – ანუ, ნაცვლად ჰორიზონტალური ზოლებისა, მაისურზე ვერტიკალური, მწვანე ზოლები იქნება გამოსახული.

საქმე ისაა, რომ კლუბმა ფორმის ტრადიციული დიზაინი 1912 წელს, დაარსებიდან 5 წლის შემდეგ შექმნა, როდესაც მანუელ რამოს ასენსიო, კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი გლაზგოდან შინ დაბრუნდა და დამსწრე საზოგადოებას ახალი დიზაინი წარუდგინა.

ლუის ენრიკე: “ლა ლიგაში მსაჯების სერიოზული პრობლემაა”

29 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა (1-1).

“ბლაგურნას” ერთ-ერთ მომენტში აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ საკითხზე ლუის ენრიკემ ისაუბრა.

“აღარაფრის თქმა არ მსურს. ტექნოლიგია არსებობს. გაამეორეთ და თავად ნახავთ ფაქტს: აშკარა გოლი იყო.”

“უეჭველია, რომ ლა ლიგაში მსაჯობის დიდი პრობლემაა. დღეს მათმა არაადეკვატურმა გადაწყვეტილებამ ძვირფასი ქულები დაგვაკარგინა,” – განაცხადა ესპანელმა.

“ბარსელონამ” “რეალ ბეტისთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის მეოცე ტურის მატჩში “რეალ ბეტისმა” მცირე სენსაციის გამოცხობა მოახერხა – ქულები დააკარგვინა რა ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, კატალონიურ “ბარსელონას”.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად მომენტებით დახუნძლული გამოდგა, რომელიც საბოლოო ჯამში სამართლიანი შედეგით, ყაიმით დასრულდა.

შედეგად, “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” არსებული უპირატესობა შეიმცირა და კიდევ უფრო დაშორდა მადრიდულ “რეალს”.


“რეალ ბეტისი”: ადანი; დურმისი, ტოსკა, პეცელა, მანდი, პიცინი; კებალოსი, პეტროსი (რ. ნავარო 86′), პარდო (დონკი 68′); კასტრო, ალეხრია

მთავარი მწვრთნელი: ვ. სანჩესი

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ვიდალი, პიკე, მატიე, დინიე (ხორდი ალბა 68′); დენის სუარესი (ანდრე გომეში 59′), რაკიტიჩი, არდა თურანი ( სერხი რობერტო 68′); მესი, სუარესი, ნეიმარი

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე


ვან დერ ვაარტმა კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „რეალ ბეტისის“ ფეხბურთელი გახდა, თავის დროზე „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ წასვლა კარიერის ყველაზე დიდ შეცდომაც მოიხსენია.

„ჩემს წასვლას  ირადი მიზეზები მქონდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაზე გუნდის თავკაცთან შეხვედრამ იმოქმედა, რომელმაც მითხრა: „შენ გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ გხედავ“. გაგონილს უბრალოდ ვერ დავუჯერე, „ტოტენჰემში“ ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ სჯობდა, წავსულიყავი.

„ტოტენჰემიდან“ წასვლა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამის გამო ძალიანვნანობ. გაიხსენეთ ჩვენი შემადგენლობა, მაშინ გუნდში ასევე ბეილი, მოდრიჩი და ლენონი თამაშობდნენ. ეს ჩინებული კოლექტივი იყო“, – განუცხადა ვან დერ ვაარტმა „დეილი მირორს“.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი ლონდონურ კლუბში 2010 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იყო.

„ოსასუნას“ სტადიონზე ტრიბუნის ღობის ჩამონგრევის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა

„ოსასუნასა“ და „ბეტისს“ შორის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი მე-12 წუთზე გარკვეული ხნით შეჩერდა, რისი მიზეზიც ტრიბუნის ღობის ჩამონგრევა იყო.

სწორედ მე-12 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, რაც მათ ფანებმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს, რის შედეგადაც ფანსქტორის ღობე ჩამოინგრა.

როგორც ცნობილია, ათი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი 58 კი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩნდა.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, გამარჯვება „ოსასუნას“ ფეხბურთელბმა მოიპოვეს, თუმცა, ამის მიუხედავად, კლუბმა ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და 39 ქულით სეზონი მე-18 ადგილზე დაასრულა, ამასთანავე, „ალმერიას“, რომელმაც მე-17 ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

ალექსანდრე მატევოსოვი