ტერ შტეგენმა უფრო მეტი ზუსტი პასი გააკეთა, ვიდრე “პარი სენ-ჟერმენის” რომელიმე მოთამაშემ

“ბარსელონას” კიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა წუხანდელ მატჩში გვიჩვენა, რომ ფეხით კარგად თამაშობს.

“პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გერმანელმა მეკარემ 28 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რითაც პარიზული გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს აჯობა. პარიზელთაგან გადაცემების რაოდენობით მოწინავე პოზიცია მარკო ვერატისა და მარკინიოსს უკავიათ, რომლებმაც 26-26 ზუსტი პასი გააკეთეს.

საერთო ჯამში, “ბარსელონამ” 514, “პარი სენ-ჟერმენმა” კი 183 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ხერხემლის მცირე მოტეხილობის გამო ორ-სამ კვირას გამოტოვებს.

ორშაბათის ვარჯიშზე გერმანელმა კიპერმა ზურგის არეში დარტყმა მიიღო და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხეულის აღნიშნულ ნაწილს იტკიებდა. ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც ხერხემლის მცირე მოტეხილობა აჩვენა.

ტრავმის გამო, ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს. პრიმერადივიზიონი 23 აგვისტოს იწყება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მეკარემ გასული სეზონი მიუნხენგლადბახის “ბორუსიაში” გაატარა. ტერ შტეგენმა ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 34-ივე მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.

 

„ბარსელონა“: პინტო წავიდა, ტერ შტეგენი მოვიდა

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ კატალონიურმა კლუბმა მიუნხენგლადბახის ყოფილი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაიფორმა. გარდა ამისა, „ბარსელონა“ კიპერ ხოსე მანუელ პინტოს დაემშვიდობა, რომელიც კატალონიურ გრანდში ბოლო ექვსი წლის მანძილზე თამაშობდა. მან „ბარსელონას“ რიგებში სულ 73 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად 16 (!) ტიტული მოიგო.

რაც შეეხება ტერ შტეგენს, მას პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, როდესაც 18 წლისა გახდლათ. ჯერ კიდევ გასაულ ზამთარს ამბობდნენ, რომ გერმანელი კიპერი „ნოუ კამპზე“ გადაბარგდებოდა, თუმცა ტერ-შტეგენმა  „ბარსელონას“ მხოლოდ ახლაღა მიაშურა. 22 წლის გერმანელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება.

ბექა დოგრაშვილი