ბენზემა: “ეს იყო შეხვედრა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ”

მადრიდის “რეალმა” თანაქლაქელი “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დაამარცხა ანგარიშით, 3:0. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გუნდმა შესანიშნავი 90 წუთი ჩაატარა. ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და ამ შედეგსაც დამსახურებულად მივაღიწეთ. კრიშტიანუ რონალდუს როლი ჩვენს წარმატებაში განუსაზღვრელია. ის ყოველთვის ეხმარება გუნდს და ცდილობს, მას წარმატება მოუტანოს.”

“დღეს ჩვენ უძლიერესი მეტოქე გვყავდა. თუმცა, მატჩმა აჩვენა, რომ მათ ვაჯობეთ,” – აცხადებს ფრანგი.

სიმეონე: “ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს”

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონმ “ბარსელონასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იხუმრა. პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე კატალონიელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და “რეალს” 4 ქულით უსწრებენ.

“ტორესი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მან მიმდიანრე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი უკვე გადაწყვიტა. “ბარსელონა” ძალიან კარგი გუნდია, რომელზეც დიდხანს შემიძლია საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ.

“რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი უდიდესი მწვრთნლია. “რეალი” მისი გაშვებით გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.

ბედის ირონიით, გასული სეზონის დასკვნითი ნაწილის მსგავსად ჩვენ კვლავ “ბარსელონას” ვეთამაშებით. მაგრამ, ყველა ბედნიერი იქნება, თუ “რეალი” “ესპანიოლთან” წააგებს” – განაცხადა სიმეონემ.

პრიმერადივიზიონის სეზონის სიმბოლური გუნდი

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ჭარბობენ.

სეზონის სიმბოლური გუნდის ასე გამოიყურება:

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), ემერიკ ლაპორტი („ბილბაო“), დიეგო გოდინი („ატლეტიკო“); ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ანდერ იტურასპე („ბილბაო“), კოკე („ატლეტიკო“), ივან რაკიტიჩი („სევილია“), გაბი („ატლეტიკო“);
თავდამსხმელები: დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“).