მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა ხუანფრანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის თავკაცი დიეგო სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
“სიმეონე და ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ახალი სტადიონის გახსნას. “ვისენტე კალდერონზე” ბოლო სეზონს ვატარებთ, ამიტომ გვინდა, რომ მიმდინარე გათამაშება ჩვენთვის განსაკუთრებული იყოს.
ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ ახლა “ატლეტიკო” დიეგო სიმეონეს გარეშე ვერ წარმომიდგენია. იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”, – ციტირებს ხუანფრანის სიტყვებს Goal.com-ი.