ფერნანდო ალონსომ ჯასტინ ბიბერთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ფორმულა 1-ში „ფერარის“ ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ ცნობილ მომღერალ ჯასტინ ბიბერთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ბიბერი ამ უქმეებზე მონაკოში გამართულ გრანპრის დაესწრო და იტალიური საჯინიბო „სკუდერია ფერარი“ მოინახულა. კანადელმა მომღერალმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოსთან შეხვედრაც მოისურვა, თუმცა ესპანელმა პილოტმა განაცხადა, რომ ძალიან დაკავებული იყო და ბიბერს ვერ შეხვდებოდა. ხელმოცარულ მომღერალს ისღა დარჩენოდა, რომ ე.წ. „სელფი“ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელ ბერნი ეკლსტოუნთან გადაეღო.

ფერნანდო ალონსომ მონაკოს გრანპრი მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და მეოთხეზე დაასრულა. პირად ჩათვლაში ესპანელი პილოტი მესამე ადგილზეა. როგორც მოგეხსენებათ, ჩათვლას „მერსედესის“ მრბოლელები — ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი უდგანან სათავეში.

ბექა დოგრაშვილი

კარმელო ენტონიმ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდმა კარმელო ენტონიმ მომღერალ ჯასტინ ბიბერთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კანადელი მუსიკოსი კალათბურთელის მეგობარია და იგი ბოლო ვარჯიშის დროს მოინახულა.

„ჯასტინის ნახვა გამიხარდა. მადლობა მას, რომ ჩემ მოსანახულებლად მოვიდა. ახლა კი დროა, მასთან ერთი ერთზე თამაში გავაგრძელო“, – დაწერა ენტონიმ თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ალექსანდრე მატევოსოვი