კრიშიტო: „სპალეტის „ნაპოლის“ პრობლემების მოგვარება შეუძლია“

„ზენიტისა“ და იტალიის ნაკრების მცველის დომენიკო კრიშიტოს აზრით, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის იდეალური კანდიდატია.

„სპალეტი ჩინებული მწვრთნელია. როგორც „ზენიტთან“ ერთად, ისე ნეაპოლიტანურ გუდნთან მას ყველაფერი გამოუვა. რუსეთში მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ახლა მას იტალიაში დაბრუნება სურს. დაცვაში თამაშზე ის ბევრს მუშაობს. ვფიქრობ, „ნაპოლის“ დღევანდელ პრობლემებს ის შემდეგ სეზონში მოაგარებდა. სპალეტის გუნდებს ლამაზი შემტევი ფეხბურთს ჩვენება შეუძლიათ“, – ციტირებს კრიშიტოს „რადიო გოლი“.

შეგახსენებთ, რომ განვლილს ეზონშ „ნაპოლიმ„ს ერია ა-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და 54 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ათეულის გუნდებს შორის ყველაზე მეტი ბურთი საკუთარ კარში სწორედ „პარტენოპეის“ მოთამაშეებმა მიიღეს.

ლივერპული ზენიტის მცველით დაინტერესდა

“ლივერპული” რუსული “ზენიტის” იტალიელი მცველით, დომენიკო კრიშიტოთი დაინტერესდა. ბრიტანული პრესის ცნობით, ლივერპულელები დაცვი გაძლიერებას აპირებენ და მთავარი პრიორიტეტი სწორედ კრიშიტოს შეძენა იქნება. ამავე დროს ფეხბურთელით მილანის “ინტერიც” ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ დომინიკო კრიშიტოს სატრანსფერო ფასი 14 მილიონ ევროს შეადგენს.