მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა. იგი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ვადიმ ვასილიევს სპორტული მიმართულებით დაეხმარება.

“მოხარული ვარ იმ კლუბში მისვლით, რომელმაც როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპაში მოიკიდა ფეხი. ვადიმ ვასილიევმა დამარწმუნა, რომ ეს შემოთავაზება უნდა მიმეღო. ეს ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. ეს საქმე ნამდვილად შემესაბამება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო”, – აღნიშნა მაკელელემ.

 

მაკელელე „ბასტიას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ცნობილი ფრანგი ფეხბრუთელი კლოდ მაკელელე „ბასტიას“ მთავარი მწვრთნელის პსოტზე დაინიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს.

მაკელელემ კარიერა 2011 წელს დაასრულა და სამი წლსი განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ სამწვრთნელო თაბის წევრი იყო.

ცნობისთვის, გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში „ბასტიამ“ მე-10 ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე მატევოსოვი