“ბაიერნი” ვაიდენფელერის გაფორმებასთან ახლოსაა

მიუნხენური გრანდი გაძლიერებას დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარით აპირებს.

იმ ფონზე, რომ “ნაპოლის” პეპე რეინას გაფორმება სურს, მანუელ ნოიერი შემცვლელის გარეშე რჩება. ამიტომაც, “რეკორდმეისტერებმა” უკვე დაიწყეს ამ საკითხზე ფიქრი.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბუნდესლიგის ჩემპიონები დორტმუნდის “ბორუსიას” 34 წლის მეკარეს, რომან ვაიდენფელერს მიადგნენ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა 2016 წელს ეწურება.

თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ვაიდენფელერმა უნდა გააკეთოს. სურს თუ არა, მანუელ ნოიერის ჩრდილში ყოფნა.

ვაიდენფელერი: “ბაიერნის მოთამაშეებმა იციან, რომ ბორუსია ძლიერია”

გერმანიის ნაკრების მეკარემ რომან ვაიდენფელერმა განაცხადა რომ ნაკრებში “ბორუსიას” და “ბაიერნის” მოთამაშეებს შორის პრობლემები არ არის.

“ეროვნულ გუნდში ჩვენს შორის მეტოქეობა არ არის. საქმე იმაშია, რომ ბაიერნის მოთამაშეებმა “ბორუსიას” სიძლიერე იციან. ისინი ხვდებიან, რომ ფინალურ შემთხვევაში მათ გამართლების ხარჯზე მოიგეს” – განაცხადა ვაიდენფელერმა.