„მილანმა“ და „ინტერმა“, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს, „მილანმა“ და „ინტერმა“, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ. საუბარი „ნერაძურის“ ნახევარმცველ ფრედი გუარინზე და „როსონერიში“ მოთამაშე ალესიო ჩერიზეა.

წყაროს ცნობით, საუბარი მოთამაშეთა იჯარით გაცვლაზეა.

მხარეები მოლაპარაკებას უახლოეს დროში დაიწყებენ. თავის გუნდში ჩერჩის ხილვა რობერტო მანჩნის სურს, ამავდროულად, მას გუარინის გაშვება უნდა.

ჩერჩი: „ატლეტიკოში“ გადასვლა შეცდომა იყო“

„მილანის“ შემტევმა ალესიო ჩერჩიმ კლუბის არხთან საუბრისას მადრიდის „ატლეტიკოში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღიარა, რომ ესპანეთში გადასვლით შეცდომა დაუშვა.

„ჩემგან უფრო მეტს ველოდი. ვიცოდი, რომ რთული წელი მექნებოდა, რადგან წინასასეზონოდ სათანდოდ ვერ მოვემზადე. ცუდი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც „ატლეტიკოში“ გადავედი. თუ წარსულში დავბრუნდებოდი, მაშინ, სხვანაირად მოვიქცეოდი“, – განაცხადა ალესიომ.

შეგახსენებთ, რომ ჩერჩი „მილანს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.

ჩერჩი ოფიციალურად შეუერთდა “მილანს”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალესიო ჩერჩი იჯარის წესით “მილანში” ითამაშებს. 27 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა “როსონერისთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩერჩიმ “მილანთან” 18-თვიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

“კონტრაქტი გაფორმებულია. დიდი პატივია, ვიყო “როსონერის” ოჯახის წევრი. ყველას დიდ მადლობას გიხდით”, – დაწერა სოციალურ ქსელში ალესიო ჩერჩიმ.

“ატლეტიკოს” გარდა, ჩერჩის კარიერის განმავლობაში “რომაში”, “ბრეშაში”, “პიზაში”, “ატალანტაში”, “ფიორენტინასა” და “ტორინოში” უთამაშია.

Cerci

ალესიო ჩერჩი “მილანელოზე” მივიდა (ვიდეო)

იტალიური “მილანის” ახალწვეული ალესიო ჩერჩი კლუბის ბაზაზე მივიდა, სადაც თანაგუნდელები მოინახულა.

ჩერჩიმ “მილანში” გადასვლა დაადასტურა

ალესიო ჩერჩიმ ტვიტერის საშუალებით “მილანში” ტრანსფერი დაადასტურა.

“დიდი მადლობა მადრიდის “ატლეტიკოს” ერთად გატარებული მომენტებისთვის. მალე მილანში გავემგზავრები და სამედიცინო შემოწმებას გავივლი”  – წერს ჩერჩი.

“ატლეტიკო” და “მილანი” ალესიო ჩერჩის და ფერნანდო ტორესის ბარტერზე შეთანხმდნენ. ორივე ფორვარდი 18-თვიანი იჯარით გადავიდა ახალ გუნდში.

 

ტორესი “ატლეტიკოში” ბრუნდება, ჩერჩი “მილანში” მიდის

“მილანი” და მადრიდის “ატლეტიკო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელებს გაცვლიან.

კერძოდ, საუბარია ალესიო ჩერჩის “როსონერიში” განათხოვრებასა და ფერნანდო ტორესის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე.

“მილანის” ოფიციალური ტელეარხის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და ახლა კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.

ტორესი, რომელიც ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, “ატლეტიკოში” იჯარით 18 თვეს გაატარებს. რაც შეეხება ჩერჩის, ის “მილანში” განათხოვრების წესით მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშებს.

ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავადვე იყო ტორესის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და კმაყოფილია, რომ გარიგება შედგა.

 

ჩერჩი მილანს კვირის ბოლომდე შეუერთდება

“მილანის” ხელმძღვანელობა მადრიდის “ატლეტიკოდან” ალესიო ჩერჩის გადაბირებას კვირის ბოლომდე აპირებს. ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

“როსონერი” უახლოეს მომავალში Fly Emirates-ის ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. საინტერესოა, რომ კლუბმა ჩერჩის დუბაიში გასამგზავრებელი ბილეთ უკვე დაუჯავშნა.

“მილანი” ტორესს ჩერჩიში გაცვლის?

Football Italia-ს თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალესიო ჩერჩი “მილანის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან, 27 წლის იტალიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით გაანათხოვრონ.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, “მილანმა” ატლეტიკოს” იჯარით ფერნანდო ტორესის ალესიო ჩერჩიში გაცვლა შესთავაზოს.

 

ატლეტიკო ჩერჩის იჯარით გაუშვებს

ალესიო ჩერჩიმ “ატლეტიკოში” ფეხის მოკიდება ჯერჯერობით ვერ შეძლო, თუმცა კლუბის მენეჯმენტი თვლის, რომ მოთამაშის, რომელიც მადრიდულ კლუბს 20 მილიონი ევრო დაუჯდა, გასხივსება ამ ეტაპზე ნაადრევია.

თუმცა, მილანის “ინტერის” სერიოზული დაინტერესების გათვალისწინებით “ატელტიკოში” ჩერჩის იჯარით გაშვებას არ გამორიცხავენ.

ამასთან ერთად მადრიდული კლუბის სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობს და ახალ ფორვარდს ეძებს, რომელიც მარიო მანჯუკიჩს დაეხმარება.

მანჩესტერი და არსენალი იტალიელი ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

“მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი” “ატლეტიკოს” ნახევარმცველის, ალესიო ჩერჩის გადაბირებაზე ფიქრობენ.

იტალიელი, რომელიც მადრიდულ კლუბში მიმდინარე სეზონის სტარტზე გადავიდა, თუმცა ახალ კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო თავს კარგად არ გრძნობს.

“ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა ფეხბურთელის 13 მილიონ გირვანქად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.

ინძაგიმ გალიანის ჩერჩის დამატება სთხოვა

„მილანის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად ახალგაზრდული გუნდის თავკაციფილიპო ინძაგი, რომელიც დიდი ალბათობით „როსონერის“ მთავარი გუნდის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, კლუბის ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის „ტორინოს“ თავდამსხმელის ალესიო ჩერჩის დამატება სთხოვა.

ცნობილი იტალიური გამოცემის „Corriere dello Sport“-ის ვარაუდით, ჩერჩის ალტერნატივა, შესაძლოა, „ვერონას“ ფორვარდი ხუან იტურბე გახდეს.

ჩერჩის ტრანსფერი 18 მილიონ ევროდ ფასდება, მაშინ, როდესაც იტურბეს სანაცვლოდ ვერონელები 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

ალექსანდრე მატევოსოვი