ბრიტანული პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მცველის ეზეკილ გარაის შეძენას შეეცდება.
ფეხბურთელის რუსეთში ცხოვრების უკმაყოფილება და ნაკლები პროგრესი მანჩესტერელთა შანსებს გაცილებით ზრდის. ამჟამად ტრანსფერი დაახლოებით 18,5 მილიონ ფუნტას ფასდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარაის შეძენა ასევე ტურინის „იუვენტუსს“ სურს, თუმცა „წითელ ეშმაკებს“ გაცილებით მეტი შანსი აქვთ.