მამუკა გორგოძე არგენტინელი მორაგბის წინააღმდეგ (ვიდეო)

25 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მამუკა გორგოძემ არგენტინელი მორაგბე ასე ჩამოიშორა:

მამუკა გორგოძე: “ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი გული გვაქვს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ტონგასთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

“გორგოძილას” თქმით, მისთვის ეს თამაში კარიერაში ყველაზე რთული იყო.

“ვფიქრობ, ეს მატჩი ჩემს კარიერასა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენი გუნდი 200 პროცენტით დაიხარჯა. ჩემი აზრით, სენსაცია მოვახდინეთ, რადგან ტონგა უფრო დიდი გუნდია.

პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი გული გვაქვს. ინგლისში, ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი მოვიდა.

კარიერაში ყველაზე რთული მატჩი ჩავატარეთ, თუმცა კარგი მომზადებით და დიდი გულით გამარჯვებას მივაღწიეთ. ახლა, მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქრებთ”, – თქვა გორგოძემ.

რა დაწერეს მამუკა გორგოძეზე Twitter-ში ტონგასთან მატჩის შემდეგ

19 სექტემბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ტონგა ანგარიშით 17:10 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ქართველი მამუკა გორგოძე დაასახელეს.

მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ში საინტერესო პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმაც მოიწონა.

პოსტში ასეთი რამ ეწერა: “ახლა, “კინგშოლმზე” (სტადიონი, სადაც მატჩი ჩატარდა) ბიონსე რომ დადიოდეს და 50 ფუნტ სტერლინგს არიგებდეს, ის მამუკა გორგოძეზე პოპულარული მაინც არ იქნებოდა.”

მამუკა გორგოძის ლელო შესანიშნავი შეტევის შემდეგ

მამუკა გორგოძის ლელო, რომელიც მან შესანიშნავი შეტევის შეტევის შემდეგ გაიტანა.

რა გაუკეთა წაქცეულმა მამუკა გორგოძემ მეტოქე გუნდის მორაგბეს (ვიდეო)

გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში 6 ნომერზე ითამაშებს

7 ივნისს ქეიპთაუნში მსოფლიოს თხუტმეტეული სამხრეთი აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

პლანეტის რჩეულის სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიქ მალეტმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

მალეტმა მსოფლიოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ბორჯღალოსნების ლიდერი მამუკაგორგოძე შეიყვანა. ის ამჯერად მღლეტელის (აფრიკულად #6) პოზიციაზე ითამაშებს. ერთი კვირის წინ, “ბარბაროსებისა” და ინგლისის დაპირისპირებისას, გორგოძე შერკინების შემკვრელი (#8) გახლდათ.

PLANETRUGBY.COM-მა დღევანდელ, წინა-სამატჩო წარდგენაში აღნიშნა, რომ მამუკა ევროპაში აღიარებულია ერთ ერთ უძლიერეს მორაგბედ და რომ მსოფლიო ნაკრებში ის მთავარი ფიგურა იქნება, ვინც ბოკეს დიდ ფიზიკურ ძალას გაუმკვალდება. სტატიაში მამუკა გორგოძეს სურათს საინტერესო დასათაურება აქვს: „უფრო მაგარი, ვიდრე ლურსმნებით სავსე ტომარა“
აღსანიშნავია, რომ მალეტმა 15-ეულში ხუთი სამხრეთაფრიკელი დააყენა. ესენი არიან: ქრეიგ ბერდენი, რორი ქოქოთი, ჟანდრე კრიერი, ალისთერ ჰარგრივზი და ვეინანდ ულიფიე. ამათგან ორი მეორეხაზელია. ისინი ვეტერანებს – ვიკტორ მეტფილდსა და ბაკის ბოთას დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ნაკრებს უკაპიტნებს ავსტრალიელი მგეზავი მეთ გიტო, რომელიც ახლახან “ტულონის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი და “ჰაინეკენის თასის” მფლობელი გახდა.

სამხრეთი აფრიკის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მეორეხაზელების, ბაკის ბოთასა და ვიკტორ მეტფილდის დაბრუნებაა. მათ ეროვნულ გუნდში 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ აღარ უთამაშიათ. მეტიც, თუ ბოთა ფრანგულ ტულონში განაგრძობდა კარიერას, მეტფილდს რაგბის თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა და წლეულსღა განაახლა.

შაბათს ეიპაუნში საინტერესო და ძალიან მაღალი დონის მატჩი გველის. იგი საქართველის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

სთრიმი შემდეგ ბმულებზე დაიდება:

http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.feed2all.eu/type/rugby.html

http://www.sportcategory.com/c-11.html

http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html

 

აფრიკა – მსოფლიო

აფრ: ვ.ლე’რუ ჰენდრიკს პიტერსენ ფ.სტეინ ჰაბანა <10-9> მ.სტეინ პინარ / მთავარირა ბ.დიუ’პლესი ი.დიუ’პლესი; ბ.ბოთა მეტფილდ ^კაპ; ლოუ ალბერც ფერმიულენ * მვოვო ხუსენ დიუ’პრე / ბრიც სტენკამპ კნ.უსტჰეიზენ; ფლ.ფან’დერ’მერვე ბერგერ

მსო: ო’ქონორ მიჩელ რეინჯერ ულიფიე გიარ <10-9> გიტო^კაპ ქოქოთ / ტაუმალოლო ბერდენ ჰეიმან; კრიერ ჰარგრივზ; გორგოძე ს.არმითიჯ ვილსონ * ბ.სთენლი ტრენ-დიუკ ქოუან / ჰორ ფერეირა სილიე; ტეკორი ლაპონდრი

რეფ ქლენზი (ირლ) @ ქეიპთაუნ, ნუველანდს 19.00

Rugby.GE

გორგოძე და ქუბრიაშვილი ბარბაროსების სასტარტოში

კვირას, 1 ივნისს, ინგლისური რაგბის საშინაო არენა ‘თვიქნემზე’ ბარბაროსები ინგლისის ნაკრებს ეთამაშებიან.

წლეულს ‘ბააბასში’ სამ ბორჯღალოსანს – დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილსა და მამუკა გორგოძეს უხმეს. სამწუხაროდ დავით ზირაქაშვილმა ფეხის ტრავმა მიიღო – ნეკი მოიტეხა და ამიტომ მას ინგლისის წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ. მამუკა გორგოძე დადავით ქუბრიაშვილი სასტარტო თხუთმეტეულში არიან.

შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე (ლონდონურად 15.00) დაიწყება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში Sky Sport 1 გადმოსცემს.

სტრიმი შემდეგ ბმულებზე დაიდება:

http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.feed2all.eu/type/rugby.html

http://www.sportcategory.com/c-11.html

http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html

ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. სემესა როკონდუგანი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. სემ ჰილი, 11. ჩარლი შარპლზი, 10. ჰენრი სლეიდი, 9. ჯო სიმპსონი,

1. როს ჰარისონი, 2. რობ ბიუქენენი, 3. ქაილ სინქლერი, 4. მაიქლ პატერსონი, 5. გრეემ ქიჩენერი (კაპ), 6. ჯემი გიბსონი, 7. ლუქ ვოლესი, 8. დეივ იუერსი

მარქაფა: 16. ტომი ტეილორი, 17. ფრეზერ ბალმეინი, 18. ვილ ქოლიერი, 19. ჩარლი მეთიუზი, 20. ჯეიმზ გესქელი, 21. დენ რობსონი, 22. ოლი დევოტო, 23. რობ მილერი

ბარბაროსები: 15. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. ჯო როკოთოკო, 13. რენე რეინჯერი, 12. ბენსონ სტენლი, 11. ჰოსეა გიარი, 10. ბროკ ჯეიმზი, 9. ჯიმი ქოუანი.

1. სონა ტაუმალოლო, 2. ტიჰი პაულო, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. დონაქა ოქალაჰენი, 5. ჟანდრე კრიერი, 6. ხუან მანუელ ლეგისამონი (კაპ), 7. ალეკსანდრ ლაპონდრი, 8. მამუკაგორგოძე.

მარქაფა: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ჟიულიან ბრიუნიო, 18. ნაუელ ლოვო, 19. ჯო ტეკორი, 20. როჯერ ვილსონი, 21. ტომა კუველი, 22. ფრანსუა ტრენ-დიუკი, 23. ენტონი ტუიტავაკე.

Rugby.GE