მენეზი: „შესაძლოა, ახლა ციხეში ვყოფილიყავი“

„მილანის“ თავდამსხმელი ჯერემი მენეზი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში წარსული გაიხსენა.

„როდესაც 16 წლის ვიყავი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი ვთქვი, ჩემით ფერგიუსონი ინტერესდებოდა. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი დიდ კლუბში თამაშის დრო ჯერ არ დამდგარა. არ ვამბობ, რომ ცუდი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი, ჩემი კარიერა შემდგომ როგორ განვითარდებოდა. შესაძლოა, ყველაფერი უკეთესადაც კი ყოფილიყო.

რომ არა ფეხბურთი, შესაძლოა, ახლა ციხეში ვყოფილიყავი. სწორედ იქ მოხვდა „ბანლიედან“ ჩემი ბევრი მეგობარი, რისი მიზეზიც ქურდობა და ნარკოტიკები იყო. მსგავს სიტუაციაში მოხვედრა ადვილია, თუ ახალგაზრდა ხარ, თუმცა ფული არ გაგაჩნია“, – განუცხადა მენეზმა „La Gazzetta dello Sport“-ს.

მილანური დერბი: ჟერემი მენეზმა ძალზედ ტექნიკური გოლით ანგარიში გახსნა

იტალიის სერია A-ს XII ტურში “მილანსა” და მილანის “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში “როსონერის” ნახევარმცველმა ჟერემი მენეზმა საკმაოდ ტექნიკური დარტყმით გახსნა.

ოფიციალურად: ჟერემი მენეზი „მილანში“ გადავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგი ნახევარმცველი ჟერემი მენეზი „მილანში“ გადაბარგდა. 27 წლის ფეხბურთელმა „როსონერისთან“ 2017 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

მენეზი „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მენეზმა 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

მენეზი ადრიანო გალიანის და ფილიპო ინძაგის შეხვდა

„ფრანს ფუტბოლის“ ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი საკუთარ აგენტთან ერთად იბიცას ერთ-ერთ რესტორანში „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და „როსონერის“ შესაძლო მომავალ მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის შეხვდა.

საუბრისას იტალიურმა მხარემ  ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. წყაროს თანახმად, მენეზი „მილანის“ შემოთავაზებით მოიხიბლა და ლომბარდიაში გადასასვლელადაც დაიწყო მზადება. მოგეხსენებათ, მისთვის იტალია უცხო არ არის, 2008–2011 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.

„როსონერის“ გარდა, 27 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მონაკო“, „რომა“ და „ვალენსია“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი მენეზს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ბექა დოგრაშვილი