“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

გიუნეში: “ქართველებისგან ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბურსასპორის” მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა განაცხადა, რომ “ჩიხურამ” მის გუნდს ორი მატჩი მოუგო.

“ასეთ სტუმართმოყვარეობას არ ველოდი. მოედანზე ბრძოლა უნდა იყოს, მეტოქეები კი ერთმანეთს მეგობრულად უნდა ექცეოდნენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა ვიხილეთ. თქვენს გუნდს ცუდად არც ბურსაში უთამაშია. ჩემი აზრით, “ჩიხურამ” ორი მატჩში ორჯერ მოგვიგო. ჩვენ დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით, გოლი ვერ გავიტანეთ”, – თქვა გიუნეშმა.

შენოლ გიუნეში: “ჩიხურას სახით საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავს”

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ “ბურსასპორი” მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა გუნდების შანსებზე ისაუბრა.

შენოლ გიუნეში: “პირველ მატჩი სასურველ შედეგ ვერ მივაღწიეთ. გამარჯვების მოპოვებას ხვალინდელ შეხვედრაში ვეცდებით. “ჩიხურას” სახით საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავს. ჩვენი გულშემატკივრები დღესაც ჩამოვიდნენ და ხვალაც ჩამოვლენ, თუმცა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.”

“ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩი ხვალ, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

გიუნეში ბურსასპორს ჩაიბარებს

ცნობილი თურქი სპეციალისთი შენოლ გიუნეში ამიერიდან “ბურსასპორს” გაწვრთნის.

შეგახსენებთ, “მწვანე ნიანებმა” გასული სეზონი ჩააგდეს და ევროზონის მიღმა დაასრულეს გამოსვლა.

თურქული პრესის ცნობით კლუბი ხელმძღვანელობამ 61 წლის გიუნეშთან ყველა დეტალზე მოილაპარაკა, თუმცა შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიუნეშმა სახელი 2002 წლის მუნდიალზე გაითქვა, როდესაც მისი გაწვრთნილი თურქეთის ნაკრები ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.