დინამო ბილეკმა დატოვა?

ჩემპიონთა ლიგიში “აქტობესთან” მარცხის შემდეგ “დინამოში” დიდი ცვლილებები დაანონსდა.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას  თბილისის “დინამო” ხვალისთვის დანიშნულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გააჟღერებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით თბილისური კლუბიდან მწვრთნელი მიხალ ბილეკი და ფეხბურთელების დიდი ნაწილი დაითხოვეს. მოსალოდნელია, რომ პირველ გუნდში დუბლშემადგენლობის მოთამაშეებს დააწინაურებენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კლუბის ოფიციალური განცხადება ხვალ გახდება ცნობილი.

მიხალ ბილეკი: „ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე „აქტობე“ გავიდა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისი“ სტუმრად „აქტობესთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდა, ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხდა და ევროსარბიელს დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ყველანი შეტევაში წავედით, რის გამოც ბევრი ცარიელი ზონა გაჩნდა. „აქტობემ“ ამით ისარგებლა“, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ ჩეხმა თავკაცმა.

— დღეს „აქტობემ“ გაგაკვირვათ?
— ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ „აქტობემ“ ანგარიშით 3:0 მოგვიგო. ლოგიკურია, რომ მომდევნო ეტაპზე მეტოქე გუნდი ითამაშებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სრულად გავიხსენით. „აქტობე“ ძალზედ კარგი გუნდია და შანსები გამოიყენა. ვულოცავ ამ გუნდს და მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ.

 

პირველი ვარჯიში მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე, თბილისური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პირველი ვარჯიში გამართა. წვრთნაში მიხალს ასისტენტობას იარომირ ჟინდრაჩეკი, მარსელ ლიჩკა, რამაზ სვანაძე და ირაკლი ჩიტაური უწევდნენ. დინამო TV გთავაზობთ მზადების ამსახველ ვიდეო სიუჟეტს.

fcdinamo.ge

ჩეხური პრესა “დინამოში” ბილეკის ხელფასზე წერს

თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელის მიხალ ბილეკის ასისტენტი მისი თანამემამული მარსელ ლიჩკა იქნება. ლიჩკა 36 წლის არის და ჩეხეთის წამყვან კლუბებში უთამაშია. ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩიც აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა მიხალ ბილეკმა ჩეხურ პრესასთან დინამოსთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა. “თბილისში გასულ კვირას ვიყავი. “დინამოს” სამწვრთნელო ბაზამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” – განაცხადა ჩეხმა სპეციალისტმა.

ასევე, ჩეხური პრესა ბილეკის ხელფასზეც წერს. Idnes-ის ცნობით, ბილეკი “დინამოში” წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს. ანუ. ბილეკს თვიური გასამრჯელო 25 000 ევრო ექნება, რაც იმაზე 10 000-ით მეტია, რასაც ბილეკი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობისას იღებდა.