იასკელაინენი “ვესტ ჰემში” რჩება

გამოცდილმა მეკარემ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით იასკელაინენი “ვესტ ჰემის” ღირსებას შემდეგ სეზონის ბოლომდე დაიცავს.

39 წლის მეკარემ გასულ სეზონში პრემიერლიგის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იანვრიდან ლონდონელთა ძირითადი კიპერი მიგელ ადრიანი გახდა.