“მილანმა” XXI საუკუნეში სერია A-ში კლუბის ყველაზე ადრეული ცვლილება განახორციელა

იტალიის სერია A-ს X ტურში “მილანსა” და “პალერმოს” შორის გამართულ მატჩში “როსონერიმ” XXI საუკუნეში ეროვნულ ჩემპიონატში კლუბის ყველაზე ადრეული ცვლილება განახორციელა.

ბრაზილიელი მცველი ალექსი დაშავდა და მატჩის მე-3 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე კრისტიან საპატა გავიდა, რომელმაც 23-ე წუთზე ავტოგოლი ჩაიწერა. ჯერჯერობით უცნობია ბრაზილიელი ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე.

 

ალექსი: „მინდა, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო“

ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა „მილანში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ყველაფერი მშვენიერია. მინდა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო. ერთი სული მაქვს, როდის გავალ „მილანის“ ფორმით მოედანზე. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიაგო სილვამ ამ კლუბზე ბევრი კარგი რამ მითხრეს. „მილანი“ ბევრ ასპექტში ნომერ პირველი კლუბია.

გადმოვა თუ არა ჟერემი მენეზი? მასთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ „მილანი“ მის მიმართ ინტერესს იჩენს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – ალექსის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ალექსი „მილანში“ გადავიდა

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ალექსი „მილანში“ გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ორწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

ალექსი პარიზული კლუბის ღირსებას 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. 17 ივნისს ფეხბურთელს 32 წელი შეუსრულდება.