მინო რაიოლა ლორენცო ინსინიეს აგენტი გახდა

მინო რაიოლას აგენტების ვარსკვლავურ სიას ამიერიდან “ნაპოლის” ლიდერი, ლორენცო ინსინიეც შეემატება. ამ ინფორამციას თავად პოლ პოგბას, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, მარკო ვერატისა და მარიო ბალოტელის აგენტი ადასტურებს.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის გარეშე ჩატარდება. ვწუხვარ ჩემი კლიენტების, დონარუმას, ვერატის, ბონავენტურას, ბალოტელისა და ინსინიეს გამო.

ყველაფერში ჯამპიერო ვენტურას ადანაშაულებენ, თუმცა ამაში არანაკლებ დიდი წვლილი მიუძღვის ფეხბურთელებსაც. ყველაზე სამარცხვინო კი ის არის, რომ იტალიურ ფეხბურთში არც ამის შემდეგ იცვლება რამე.

ინსინიე? ამ მომენტისთვის, ინსინიე ყოფილ აგენტთან აგვარებს საქმეს, მათი ურთიერთობა სრულდება. ის გასაოცარი ფეხბურთელია, რომლის გაყიდვასაც “ნაპოლი” არ გეგმავს. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს ინსინიე.

ინსინიე: “სიმაღლის პრობლემის გამო ფეხბურთიდან წასვლა მინდოდა”

“ნაპოლისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, ლორენცო ინსინიე პრესასთან საკმაოდ გულახდილად საუბრობს და აღიარებს, რომ ადრეულ წლებში სიმაღლის პრობლემის გამო ბევრი კარგ მომავალს არ უწინასწარმეტყვეელბდა.

“სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ დაბალი. იმ დროს ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი. სკაუტებიც იგივეს მეუბნებოდნენ და მეგონა, რომ ეს ყველაფერის წინსვლის უფლებას არ მომცემდა.

შემდეგ “ნაპოლიმ” სინჯებზე ამიყვანა და მოვლენები ჩემს სასარგებლოდ წარიმართა. ახლა კი ერთადერთი ნეაპოლელი ვარ გუნდში, რასაც ბუნებრივია, დიდი სირთულეებიც ახლავს თან,” – აცხადებს ინსინიე.

შეგახსენებთ, რომ ინსინიე იტალიურ ფეხბურთში 2011-12 წლების სეზონის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც “პესკარაში” საკმაოდ კარგი სეზონის ჩატარება შეძლო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 აგვისტო


დი მარიას “ბარსაში” უნდა

Marca-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავუეჯრებთ, “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელ შემტევს, ანხელ დი მარიას ძალიან უნდა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება.

როგორც იცით, კატალონიელები ჯერაც ეძებენ ნეიმარის შემცვლელს. პოტენციურ კანდიდატებად კი დი მარიასთან ერთად ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს განიხილავენ.


მარკო ასენსიო “არსენალში”?

ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალის” ესპანელ შემტევს, მარკო ასენსიოსა და “არსენალს” შორის მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

გეტყვით იმასაც, რომ ასენსიოს ტრანსფერით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული. მარკოს კონტრაქტში კი მის გამოსასყიდ თანხად 72 მილიონი ფუნტია მითითებული.


კოუტინიოს ინსინიე შეცვლის?

იურგენ კლოპის “ლივერპული” მზადაა 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “ნაპოლის” ლორენცო ინსინიეს ტრანსფერის ნაცვლად, თუ მერსესაიდს ფილიპე კოუტინიო დატოვებს.

Daily Mirror იუწყება, რომ გერმანელს არ სურს გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელსაც თვალი წასვლაზე უჭირავს და თანახმაა, კოუტინიო გაუშვას.


“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემის” წინადადება უარყო

RMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

“მამლებმა” უკვე გაუკეთეს “წითელ ეშმაკებს” ოფიციალური შეთავაზება, მაგრამ როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო “მილანის” სამიზნის, მარსიალის გაშვებას არ გეგმავს.


“ჩელსის” კოშტას წონა ადარდებს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები შეწუხებულები არიან დიეგო კოშტას ახალი ცხოვრებით, რომელიც ამ დროისთვის ბრაზილიაში იმყოფება და დროს მეგობრებთან ერთად ატარებს.

საქმე იმაშია, რომ “არისტოკრატები” მის გაყიდვას გეგმავენ, მან კი ამ დროს ძალიან მოიმატა წონაში, რაც მას არასასურველ სამიზნედ ხდის.


ლორენცო ინსინიე: “ვულოცავ თანაგუნდელებს – ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ!”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალთან” დამარცხების (1-3) შემდეგ, “ნაპოლის” გოლეადორმა, ლორენცო ინსინიემ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად შედეგისა, კარგად ვითამაშეთ. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მივულოცო ასეთი გმირული გამოსვლა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვიბრძოდით და ვცდილობდით, მეტოქისთვის არაფერი დაგვეთმო. ახლა თავები უნდა ავწიოთ და ჩვენს ქალაქში დავბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ, “სან პაოლოზე” მადრიდელების წინააღმდეგ უფრო მეტს ვიბრძოლებთ და უკეთესი შედეგიც გვექნება.”

“რეალი” არის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი, რომელსაც საკუთარ შემადგენლობაში 18 ფენომენალური ფეხბურთელი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ასეთ განსხვავებას შედეგში ნამდვილად არ მოველოდი. ალბათ ბევრი შეცდომები დავუშვით. მეტი მუშაობა და გარჯა მოგვიწევს, რათა საპასუხო მატჩს მომზადებულები შევხვდეთ,” – აცხადებს ინსინიე.

ინსინიეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე შეიარაღებული პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა შაბათს საღამოს, იტალიის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე, ნეაპოლის რაიონ ვომეროში მოხდა.

IAmNaples.it-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფეხბურთელს უთვალთვალებდნენ, შემდგომ კი მას იარაღით დაემუქრნენ და ფულთან ერთად სხვა ძვირფასეულობაც წაართვეს.

სათქმელია, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ამბის მსხვერპლი აქამდე ორჯერ მარეკ ჰამშიკიც ყოფილა.

ინსინიემ ოპერაცია გაიკეთა

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ მარჯვენა ფეხის მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც ცნობილია, ოპერაცია ერთ საათზე ოდნავ დიდ ხანს გაგრძელდა და წარმატებითაც დასრულდა.

23 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრინების შესაძლო პერიოდი ამჟამად უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ინსინიემ ტრავმა „ფიორენტინასთან“ სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში მიიღო, რის გამოც რაფაელ ბენიტესმა იგი შეხვედრის პირველივე ტაიმში შეცვალა.

„არსენალი“ ინსინიეს სანაცვლოდ 21 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იქნება

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ლორენცო ინსინიეს დამატებაზე ფიქრობს.

„მეთოფეები“ მზად არიან, მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუ მოთამაშე მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიოანტზე კარგად ითამაშებს.

რაც შეეხება „ნაპოლის“, კლუბის ხელმძღვანელობა ლორენცოს ტრანსფერთან დაკავშირებული საინტერესო წინადადებების გადასახედად მზადაა და აღნიშნული თანხა მას უნდა აწყობდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი