ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “არსენალი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ფიქრობს და მის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროსაც ამზადებს.
“მეთოფეებმა” მას შემდეგ გადაწყვიტეს ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაბმა, რაც გაიგეს, რომ “ბარსელონა” “საუთჰემპტონის” ნახევარმცველ მორგან შნეიდერლინით დაინტერესდა. კატალონიური გუნდი მზად არის, შნეიდერლინის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუ “ბლაუგრანას” ეს ტრანსფერი გამოუვა, “არსენალს” პოგბას ტრანსფერისთვის ბრძოლაში ერთი კონკურენტი ჩამოშორდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.