მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციის პერიოდი შეუმცირეს

მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციის პერიოდი შეუმცირეს – ასე რომ, რუს ჩოგბურთელს კორტზე დაბრუნება მომავალი წლის 26 აპრილიდან შეეძლება.

როგორც იცით, გრანდ სლემის 5-გზის გამარჯვებული რუსი ჩოგბურთელი 2016 წლის მარტში დოპინგ-ტესტში ჩავარდა – ის იმ სამედიცინო პრეპარატს იყენებდა, რომელიც აკრძალულთა სიაში 2016 წლის იანვარში მოხვდა.

აღნიშნული დარღვევების გამო, შარაპოვა პროფესიონალურ ჩოგბურთს 2 წლით ჩამოაცილა ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ, თუმცა დღეს, მისი დისკვალიფიკაციის პერიოდი 24 თვიდან 15 თვემდე შეამცირეს.

მარია შარაპოვა დოპინგ-სკანდალის დავიწყებას კოაჩელას ფესტივალზე ცდილობს

მას შემდეგ, რაც მარია შარაპოვამ აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატს, “მილდრონატს” იღებდა, მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი აქტიურად ცდილობს არ ამოვარდეს აქტიური ცხორების ტემპიდან და მაქსიმალურად ცდილობს სტრესისგან გათავისუფლებას.

დისკვალიფიცირებული, რუსი სპორტსმენი ამჟამად კოაჩელას ფესტივალზე იმყოფება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიაში იმართება. ამის შესახებ შარაპოვამ საკუთარ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

მარველი

მარველი

შარაპოვამ დოპინგის გამოყენების შესახებ ისაუბრა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ თავის ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დროს ჩატარებული დოპინგტესტი დადებითი აღმოჩნდა, იუწყება სააგენტო „როიტერსი“. მომხმარებლებს შარაპოვას პრესკონფერენციის ტრანსლაციის ხილვა ამავე სააგენტოს ოფიციალურ საიტზე შეეძლოთ.

პრესკონფერენციაზე შარაპოვამ განაცხადა, რომ პრეპარატ „მილდრონატს“ იყენებდა, რომლის დანიშნულება დიაბეტის გასუფთავებაა. 2016 წლის 1 იანვრიდან ეს პრეპარატი აკრძალულთა კატეგორიას მიეკუთვნება. მარიას თქმით, „მილდრონატს“ 5 წლის განმავლობაში იყენებდა.

როგორ თამაშობს ფეხბურთს მარია შარაპოვა (ვიდეო)

ცნობილმა რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვას ფეხბურთის თამაშიც სცოდნია. ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მარიამ თავისი საფეხბურთო ნიჭიც გამოამჟღავნა.

სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალურ მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი მსოფლიოს მეორე ჩოგან, რუს მარია შარაპოვას შეხვდა.

პირველ სეტში სერენამ ანგარიშით 6:3 იმარჯვა. მეორე სეტი უფრო საინტერესო გამოდგა, საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელმა მეტოქეს ანგარიშით 7:5 მოუგო.

სერენამ ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 33 წლის ჩოგბურთელი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია. აქამდე რეკორდი 31 წლის ჩინელ ლი ნას ეკუთვნოდა, რომელმაც ტურნირი შარშან მოიგო.

Brisbane 2015 – მარია შარაპოვამ ტურნირი მოიგო

დასრულდა ავსტრალიაში მიმდინარე ტურნირი. ბრისბეინ 2015 წლის გამარჯვებული  მარია შარაპოვა გახდა.

პირველ სეტში მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ერთმანეთს გოგონებმა არაფერი დაუთმეს. მარია შარაპოვას მიერ დაშვებულ შეცდომების ხარჯზე, ანა ივანოვიჩმა პირველი სეტი 6-7 მოიგო (ტაიბრეიკი 4-7). ანგარიშის მიუხედავად, სერბი ჩოგბურთელი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

სიტუაცია მეორე სეტში მკვეთრად შეიცვალა. მარია შარაპოვამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 6-3 რუსმა ჩოგბურთელმა მატჩში წონასწორობა აღადგინა(1-1).

მესამე სეტი უკვე რუსი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. მცირედი ჩავარდნის შემდეგ ივანოვიშმა დიდი წინააღმდეობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ შარაპოვამ ეს სეტი მიანც მოგებით დაასრულა. მარია შარაპოვა ბრისბეინ 2015 წლის გამარჯვებული გახდა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ბრისბანე 2015 – ნახევარფინალისტები ცნობილია

ავსტრალიაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს ანა ივანოვიჩი. მან დღეს ესტონელი მეტოქის დამარცხება მოახერხა (6-4,4-6,3-6).


თამაში სერბი ჩოგბურთელისთვის ცუდად დაიწყო. მეტოქემ,კაია კანაფიმ პირველ სეტში მსოფლიოს მე-7 ჩოგანის დამარცხება მოახერხა. შემდეგ ორ სეტში ანამ არაფერი დაუთმო კაიას. იგი ტურნირის ნახევარფინალში გადავიდა. სერბი ჩოგბურთელი 9 იანვარს (05:00 საათზე) ვარვარა ლეპჩენკოსთან(აშშ) მოსინჯავს ძალებს.


დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა რუსი ჩოგბურთელისათვის. მარია შარაპოვამ ორ სეტში კარლა სუარეს ნავარო დაამარცხა. მსოფლიოს მეორე ჩოგანს თამაში არ გაჭირვებია. ანგარიში: 6-1,6-3.
მარია შარაპოვა ნახევარფინალში უკრაინელ ჩოგბურთელს, ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდება. მატჩი 9 იანვარს (10:30 წუთზე) დაიწყება

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

„Forbes“-მა ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა

ჩოგბურთის „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი და გოლფის 14-გზის მეიჯორჩემპიონი ტაიგერ ვუდსი „Forbes“-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენების სიას ლიდერობენ.

გამოცემის კვლევის შედეგად, 32 წლის შვეიცარელმა და 38 წლის ამერიკელმა 2013 წელს 46-46 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ფედერერის მხოლოდ ტურნირზე დაპატიჟება ორგანიზატორებს მილიონზე მეტი დოლარი უჯდებათ, ხოლო „ნაიკთან“ ათწლიანი კონტრაქტი 100 000 000 დოლარად ფასდება.

აღნიშნული რეიტინგის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყუბა.

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ჩოგბურთი – 46 მილიონი დოლარი

1. ტეიგერ ვუდსი (აშშ), გოლფი – 46 მილიონი დოლარი

2. ლებრონ ჯეიმსი (აშშ), კალათბურთი – 27 მილიონი დოლარი

3. ფილ მიკელსონი (აშშ), გოლფი – 25 მილიონი დოლარი

4. მარია შარაპოვა (რუსეთი), ჩოგბურთი – 23 მილიონი დოლარი

5. მაჰენდრა სინგჰ დჰონი (ინდოეთი), კრიკეტი – 21 მილიონი დოლარი

6. უსაინ ბოლტი (იამაიკა), სპრინტი – 20 მილიონი დოლარი

7. კობი ბრაიანტი (აშშ), კალათბურთი – 19 მილიონი დოლარი

8. ლი ნა (ჩინეთი), ჩოგბურთი – 15 მილიონი დოლარი

9. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

10. ლიონელ მესი (არგენტინა), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

შარაპოვა: „არ მჯერა, რომ „როლან გაროსი“ მეორედ მოვიგე“

სიმონა ჰალეპთან საფრანგეთის ღია პირველობის „როლან გაროსის“ ფინალური მატჩის მოგების შემდეგ (6:4, 6:7, 6:4) მარია შარაპოვამ ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა.

„ალბათ, ჩემთვის ეს „დიდი სლემის“ ყველაზე რთული ფინალი იყო. სიმონა უბრალოდ ჩინებულად თამაშობდა. ახლაც არ მჯერა, რომ „როლან გაროსი“ მეორედ მოვიგე. პარიზში ტურნირს თუნდაც ერთხელ მოგებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ახლა კი ჩემს აქტივში ორი ტრიუმფია.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარში დგომისთვის. ფინალურ მატჩზე ბევრი რუმინელი ქომაგი იყო, რომელიც ჰალეპს ამხნევებდა და ამით მე მოტივაციაც კი მომემატა“, – განაცხადა შარაპოვამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

შარაპოვამ „როლან გაროსი“ მოიგო

დღეს საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსი მარია შარაპოვა და რუმინელი სიმონა ჰალეპი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე მოთამაშემ გულეშმატკივრებს ფინალისთვის შესაფერისი მატჩი აჩუქა. საბოლოოდ, სამ სეტში შარაპოვამ გაიმარჯვა (6:4, 6:7, 6:4).

ამ გამარჯვებით WTA-ს საერთო რეიტინგში მარია მეშვიდე ადგილიდან მეხუთე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება ჰალეპს, რუმინელმა ფინალში გასვლით მეოთხე ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სათქმელია ისიც, რომ 27 წლის შარაპოვა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მე-12 მოთამაშე გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირი მოიგო. მსგავს შედეგს სხვადასხვა წლებში შტეფი გრაფმა (22 ტიტული), კრის ევერტმა, მარტინა ნევრატილოვამ (18), სერენა ულიამსმა (17), მარგარეტ კორტმა (11), მონიკა სელეშმა (9), ბილი ჯინ კინგმა (8), ოვონ გულაგონგმა, ვინუს უილიამსმა, ჟიუსტინ ენენმა (7) და მარტინა ჰინგისმა (5) მიაღწიეს.

ალექსანდრე მატევოსოვი