ჰონდა: “მილანში გადასვლისას ჩემს გულის ხმას ვენდე”

8 იანვარს “მილანის” ახალწვეულის, 27 წლის კეისუკე ჰონდას პრესკონფერენცია გაიმართა. იანპონიის ნაკრების ფეხბურთელი მილანში მოსკოვის “ცსკა”-დან გადავიდა.

“მილანში გადასვლისას ჩემს გულის ხმას ვენდე. ძალიან ბედნიერი ვარ. 10 ნომრიანი მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო, რომელიც “მილანში” ამიხდა. ახლა მინდორზე უნდა დავამტკიცოა რომ მე ბევრი რამე შემიძლია. “მილანთან” ერთად ტიტულების მოგება მინდა. ბავშვობაში “მილანის” თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი და ახლა მე აქ ვარ. ოცნება რეალობად იქცა” – განაცხადა ჰონდამ.

ჰონდა: “მიხარია, რომ კარიერას “მილანში” ვაგრძელებ”

იტალიური “მილანის” ახალწვეული, კეისუკე ჰონდა აცხადებს, რომ ის თავისი კარიერის “როსონერიში” გაგრძელებით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ იაპონელ ნახევამრცველს მოსკოვის “ცსკა”-სთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურა და ის “შავ-წითლებს” თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდა.

“კარიერას “მილანში” ვაგრძელებ – ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ. თვითმფრინავში კარგად გამოვიძინე და სათამაშოდ უკვე მზად ვარ. მინდა, ახალ თანაგუნდელებს რაც შეიძლება მალე შევხვდე”, – ამბობს ჰონდა.

დე იონგი: “ჰონდა კარგი შენაძენია”

იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ იაპონელი ნახევარმცველი, კეისუკე ჰონდა “როსონერისათვის” კარგი შენაძენი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში “შავ-წითლებმა” დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ჰონდა მალე “მილანის” მაისურს მოირგებს.

“კეისუკე ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “მილანისათვის” კარგი შენაძენი იქნება. ჰონდამ ჩემზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ის ძალინ ტექნიკური მოთამაშეა”, – ამბობს დე იონგი.