პოლონეთში 2017 წელს გასამართი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტპი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გმაარჯვებით დაიწყო.
ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა პირველი ტურის შეხვედრა სტუმრად სან მარინოს ნაკრებთან გამართეს და დამაჯერებელი გამარჯვება, ანგარიშით 3:0 მოიპოვეს.
ქართველები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაზეც თუნდაც ბურთის ფლობის პროცენიც მეტყველებს – 83/17-ზე საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
უპირატესობა ტაბლოზე პირველი ტაიმის ბოლოს აისახა, როდესაც ნიკა კაჭარავამ ანგარიშის გახსნა შეძლო. “ცხინვალის” საუკეთესო ბომბარდირმა 58-ე წუთზე ქართველთა უპირატესობა ორამდე ულამაზესი გოლით გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა დააფიქსირა, როემლამც კაკაბაძის სოლო რეიდის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი 21-წლამდელები 3 სექტემბერს, ხორვატიაში გამართავენ.
სან მარინო 0-3 საქართველო
გოლები: კაჭარავა 44′ ; 58′ ; პაპუნაშვილი 81′
სან მარინო: ბენედეტინი, ჩეზარინი (დადარიო 76′), გრანდონი, როსი, გოლინუჩი (კეჩაროლი 62′), ბატისტინი, ჩენსონი, პროლი, მურაჩინი (ბატისტინი 61′), ბერნარდი, ტომაზინი
მთავარი მწვრთნელი: მირკო პაპინი
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, აბურჯანია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიკაბიძე (ერისთავი 66′), უბილავა, ლობჟანიძე (შენგელია 89′), კაჭარავა (დარციმელია 87′)
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე