ლუგანოს შვედეთში იწვევენ

გამოცდილი ურუგვაელი მცველი დიეგო ლუგანო, შესაძლოა, შვედეთში გადავიდეს. LigTV-ს ცნობით, მოთამაშე მოლაპარაკებებს ადგილობრივი “ჰაკენის” ხელმძღვანელობასთან აწარმოებს.

კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ის ივლისამდე იქნება გათვლილი.

კარიერის განმავლობაში ლუგანოს “ნასიონალში, “კოლონში”, “სან-პაულუში”, “ფენერბაჰჩეში”, პსჟ-ში, “მალაგაში” და “ვესტ ბრომვიჩში” უთამაშია.

 

ლუგანო: „სუარესი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის“

ურუგვაის ნაკრების მცველი დიეგო ლუგანო იმედს გამოთქვამს, რომ ლუის სუარესი მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულად მომჯობინდება და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას მისთვის ჩვეული ჟინით შეხვდება.

„ლუისი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარი ბრაზილიისთვის ან მესი არგენტინისთვის. მთელი წელი იმის შიშით გავატარე, რომ მას რამე არ მოსვლოდა. მთელი წლის განმავლობაში ვლოცულობდი, რომ ის ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა, თუმცა ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში მან ტრავმა მიიღო. ეს ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. როგორც ჩანს, განგებამ გადაწყვიტა, რომ მუნდიალის წინ ჩვენთვის სერიოზული გამოცდა მოეწყო“, – ლუგანოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ურუუგვაის მეტოქეებად ინგლისის, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს. ურუგვაელები ტურნირის პირველ შეხვედრას 14 ივნისს კოსტა რიკელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი