ოფიციალურად: გომისი “სუონსიდან” იჯარის წესით წავიდა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სუონსის” ფრანგმა ფორვარდმა, ბაფეტიმბი გომისმა უელსური კლუბი დატოვა. 30 წლის მოთამაშე ერთ წლიანი იჯარით მარსელის “ოლიმპიკში” იასპარეზებს.

გომისმა უელსური კლუბის შემადგენლობაში, 71 შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)

“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება

კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

ალარდაისი თუ კლინსმანი?

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს

ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.

ddddddddddddddddddddddddddddd

გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?

Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.

დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?

დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.

“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს

მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

“სუონსი” ულოას სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

უელსური “სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეთავაზება “მელიებს” მათი ფეხბურთელის, ლეონარდო ულოას ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც იცით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი მომავალ სეზონში ანდრე აიუსა და ბაფეტიმბი გომისის გარეშე დარჩეს, ამიტომაც უელსელები თანახმანი არიან 10 მილიონი გაიღონ ჩემპიონის სანაცვლოდ.

ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ “ლესტერმა” ახლახან დაასრულა აჰმედ მუსას ტრანსფერი (16 მილიონი ფუნტი), რამაც ულოას წასვლის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ აპრილში 29 წლის ულოამ ორჯერ მოახერხა “სუონსის” კარის აღება (“ლესტერ სიტი” 4-0 “სუონსი”).

ფენერბაჰჩე გომისზე ფიქრობს

თურქული “ფენერბაჰჩეს” ინტერესთა სფეროში “ლიონის” ფორვარდი ბაფატემბი გომისი მოხვდა.

გომისის კონტრაქტი “ლიონთან” მიმდინარე თვის ბოლო იწურება. “ფენერის” გარდა მის მიმართ ინტერესს რამდენმე ინგლისური კლუბიც იჩენს. “ნიუკასლმა” გომისს ოთხწლიანი კონტრაქტიც კი შესთავაზა.

თუმცა, საფრანგეტში ფიქრობენ, რომ “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელის გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში გომისმა 33 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.