„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „ინტერთან“ მოახლოებულ დერბიზე ისაუბრა.
„ეს მატჩი ფანების გამო უნდა მოვიგოთ. მათთვის ამ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, სატურნირო თვალსაზრისით, მისი მოგება ძალიან საჭიროა.
„ინტერს“ პატივს ვცემთ, თუმცა გვახსოვს, რომ ჩვენ „მილანი“ ვართ. ცოტა ხნის წინ იმ „მილანის“ ნახვა დავიწყე, რომელიც ძალიან მომწონს. გუნდი თავდაჯერებული გახდა, რაც უნდა გამოვიყენოთ.
გაახარებთ თუ არა ფანებს სატურნირო ცხრილში „ინტერზე“ მაღლა ყოფნა? ვფიქრობ, ისინი კმაყოფილნი მხოლოდ მაშინ იქნებიან, როდესაც ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ. იმედია, ამ ბრძოლას რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდებით“, – განაცხადა სუპერპიპომ.
ცნობისთვის, „დერბი დელა მადონინა“ დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.