დიტმარ ჰამანი ადასტურებს: “ბაიერნში პოჩეტინოს დანიშვნის ვარიანტს განიხილავენ”

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით არის განთქმული.

ამ ინფორმაციას “ლივერპულის” ყოფილი გარემარბი, დიტმარ ჰამანიც ადასტურებს:”ყველა იმას ამბობს, რომ “ბაიერნში” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუჰელი გახდება, მაგრამ მე ამის არ მჯერა.

რამდენადაც ვიცი, “ბაიერნი” პოჩეტინოს დაუკავშირდა და მის კანდიდატურას ახლაც აქტიურად განიხილავენ. ისინი არჩევანის გაკეთებას საუკეთესო ვარიანტზე ცდილობენ. ჩემთვის კი ესეთი სწორედ რომ პოჩეტინოა.

მართალია, რომ მათი პრინციპების თანახმად “ბაიერნის” მწვრთნელი გერმანულად უნდა საუბრობდეს, მაგრამ ეს კრიტერიუმი გადამწყვეტი ნამდვილად არ არის,” – აცხადებს დიტმარი.

ჰამანმა „ლივერპულში“ ფირმინოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა „წითლების“ შემადგენლობაში „ჰოფენჰაიმიდან“ ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველის რობერტ ფირმინოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ეს ნაბიჯი დიდ ამბიციებს ნიშნავს. ფირმინოს მონაწილეობით ბევრი მატჩი მინახავს, ეს მოთამაშე მომწონს. ის ბრაზილიელია, მაგრამ გერმანიაში უკვე დიდი ხანი თამაშობდა. მისი პროგრესით გაოცებული ვარ.

ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებმაც მასთან იმუშავეს, ისინი კმაყოფილნი არიან. მას ბრაზილიურ და ევროპულ მენტალიტეტზე უფრო მეტი გააჩნია. ფერმინო მცოდნე, ძლიერი და ნებისყოფის მქონე მოთამაშეა. ასე რომ, პრემიერლიგას ის სწრაფად შეეჩვევა“, – განაცხადა ჰამანმა.

ჰამანმა მსოფლიოს საუკეთესო „ცხრიანი“ დაასახელა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დიტმარ ჰამანმა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანვოდსკი შეაფასა.

„ლევანდოვსკის მსოფლიოს საუკეთესო „ცხრიანად“ ვთვლი. „ბორუსიასთვის“ იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. იგი ამ გუნდისთვის როისსა და მარიო გიოტცეზე უფრო მეტს აკეთებდა. იმის აღწერაც კი არ შემიძლია, თუ რამდენად საჭირო იყო რობერტი დორტმუნდელთათვის“, – ციტირებს ჰამანს „Sky“.

ნესტას, მილიტოს, ჰამანის, მენდიეტას და ჰესკის საოცნებო გუნდები

წარსულისა და თანამედროვეობის ცნობილმა ფეხბურთელებმა ემილ ჰესკიმ, გაისკა მენდიეტამ, დიეგო მილიტომ, დიტმარ ჰამანმა და ალესანდრო ნესტამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საოცნებო გუნდი დაასახელეს.

თითოეულმა მოთამაშემ საკუთარი ნაკრები შეადგინა. არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ესპანელი სერხიო რამოსი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველას საოცნებო გუნდში მოხვდნენ.

ჰესკის გუნდი: ჯო ჰარტი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, იაია ტურე, ანდრეს ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, არიენ რობენი.

მენდიეტას გუნდი: იკერ კასილასი, პაბლო ზაბალეტა, ხერარ პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ნეიმარი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

მილიტოს გუნდი: ჟულიო სეზარი, დუგლას მაიკონი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, პატრის ევრა, ტიაგო მოტა, ანდრეს ინიესტა, პოლ პოგბა, სერხიო აგუერო, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

ჰამანის გუნდი: მანუელ ნოიერი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი, დავიდ სილვა, პოლ პოგბა, დავიდ ლუისი, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, სერხიო აგუერო.

ნესტას გუნდი: ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, მარსელო, კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეა პირლო, ლუკა მოდრიჩი, ანხელ დი მარია, ლეო მესი, ლუის სუარესი.