“მანჩესტერ იუნაიტედი” ტომას მიულერზე ფიქრობს

Independent-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელ ტომას მიულერით დაინტერესდა.

ინგლისური კლუბი აპირებს, ბავარიელებს გერმანელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართოს.

როგორც მოგეხსენებათ, “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი 2009-დან 2011 წლამდე “ბაიერნში” მუშაობდა და მიულერს კარგადაც იცნობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედს” 25 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 30-40 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუჯდება.

გარდა ამისა, კლუბმა შესაძლოა ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხიც მოიწვიოს. ეს იმ შემთხვევასი მოხდება, თუ დავიდ დე ხეა “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს.

 

ტომას მიულერი: “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად “მანჩესტერ სიტი”, “რომა” და ცსკა ჰყავდა, ექვსი მატჩიდან ხუთი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, მერვედფინალურ ეტაპზე კი დონეცკის “შახტარი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

“ჩვენ საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით. დონეცკის “შახტარის” განადგურებამ კი ყველას შეახსენა, ვინ ვართ ჩვენ. მიმდინარე სეზონში ნანახიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბია”, – მიულერის კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

გერმანია — პორტუგალია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა თავდამსხმელი ტომას მიულერი დასახელდა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 35 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.