მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჯერომ ბოატენგი გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ჩატარებული 56 წაუგებელი მატჩის გამო გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ამ მიღწევისთვის ფეხბურთელს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
ჯერომ ბოატენგის წაუგებელი სერია ორი წელი გაგრძელდა, კერძოდ, 2012 წლის 3 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 19 დეკემბერს დასრულდა.