დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსის” კაპიტანი კლინტ დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“პორტლენდ ტიმბერსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას გამოცდილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ჯიბიდან წიგნაკი ამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ აიღო და დახია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “სიეტლიმ” ეს მატჩი შვიდი კაცის შემადგენლობით დაამთავრა: მოედნიდან გუნდის სამი მოთამაშე გააძევეს, ტრავმირებულმა ობაფემი მარტინსმა კი შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ შეძლო.

მატჩი “პორტლენდმა” დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 მოიგო.

 

კლინტ დემპსიმ გარეპა

ამერიკელი ფეხბურთელი კლინტ დემპსი მრავალმხრივი ნიჭით რომ არის დაჯილდოებული, ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამჯერად დემპსიმ FIFA 15-ის გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თანამემამულე XO-სთან ერთად გარეპა. მათ 2014 წელს ალბომი “The Redux”-იც ჩაწერეს.

დემპსიმ გულშემატკივარს პოპკორნის სანაცვლოდ მაისური აჩუქა (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსა” და “ჰიუსტონ დინამოს” შორის კვირას გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მიწურულს “სიეტლის” ლიდერ კლინტ დემპსის, როგორც ჩანს, შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და ტრიბუნაზე მყოფ პატარა გულშემატკივართან მივიდა, რომელიც პოპკორნით ერთობოდა.

დემპსიმ ბიჭუნას ბარტერული გაცვლა შესთავაზა და პოპკორნის სანაცვლოდ მაისური უსახსოვრა, რითაც ორივე მხარე ხეირში დარჩა.

ისე კი, “სიეტლიმ” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

განა — აშშ (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აშშ-ის ნაკრების კაპიტანი კლინტ დემპსი დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საკუთარი გუნდი 30-ე წამზე (!) დააწინაურა. მის მიერ გატანილი ბურთი მუნდიალის ყველა დროის ყველაზე სწრაფ გოლთა ხუთეულში შევიდა.

კლინტ დემპსიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

დემპსის მიერ გატანილი ბურთი მუნდიალის ყველაზე სწრაფ გოლთა ხუთეულში შევიდა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე განისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის კლინტ დემპსის მიერ 30-ე წამზე გატანილი გოლი მუნდიალის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გატანილ გოლთა ხუთეულში შევიდა.

ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი თურქ თავდამსხმელ ჰაკან შუქურს აქვს გატანილი, რომელმაც 2002 წელს სამხრეთ კორეის ნაკრების კარი მე-11 წამზე აიღო. მეორე ადგილზე ჩეხი ვაცლავ მასეკი გახლავთ, რომელმაც 1962 წელს ჩილეს ნაკრებს მე-16 წამზე გაუტანა. გერმანელმა ერნსტ ლეჰნერმა 1934 წელს ავსტრიის ნაკრებში გატანილი გოლით თავი 25-ე წამზე გამოიჩინა. ინგლისელმა ბრაიან რობსონმა 1982 წელს ფრანგებს 27-ე წამზე გაუტანა.

კლინტ დემპსიმდე მეხუთე ადგილზე ფრანგი ემილ ვენანტი გახლდათ, რომელმაც 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს 35-ე წამზე გაუტანა.