დე ბრეინემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივარს მაისური აჩუქა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში “სანდერლენდსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ “ქალაქელთა” ნახევარმცველმა კევინ დე ბრეინემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივარს საკუთარი მაისური აჩუქა და ავტოგრაფიც დაუტოვა.

დე ბრეინე ერთი თვით იუქმებს

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში “სუონსი სიტის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში (3:1) “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე დაშავდა და შეხვედრის 81-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. 25 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა მუხლქვედა მყესები დაიშავა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ დე ბრეინეს დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.

კევინ დე ბრეინემ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

დე ბრეინე: “ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ”

“მანჩესტერ სიტი” კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებს. “ქალაქელებმა” “პარი სენ-ჟერმენი” საპასუხო მატჩში ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 76-ე წუთზე კევინ დე ბრეინემ გაიტანა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

“ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. “პარი სენ-ჟერმენმა” ბევრი მომენტის შექმნა ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ნახევარფინალში გასვლა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაფერი შესაძლებელია. რთული იქნება, თუმცა დამდეგ დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდებით”, – ციტირებს დე ბრეინეს სიტყვებს “ბიბისი”.

 

დე ბრეინე: “ჩელსიდან” “დორტმუნდში” გადასვლა მინდოდა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე გამოტყდა, რომ ლონდონის “ჩელსიში” ყოფნის პერიოდში დორტმუნდის “ბორუსიაში” გადასვლა სურდა. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი გასულ სეზონში “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “მანჩესტერ სიტიში” 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“იურგენ კლოპთან პირადი შეთანხმება მქონდა. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ გუნდიდან გავეშვი, რადგან დორტმუნდში თამაში მინდოდა. გერმანიაში კარგად ვთამაშობდი და კლოპს გუნდში ჩემი ხილვა სურდა, რადგან იმ პერიოდში მარიო გიოტცე მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. კლოპმა დამირეკა და მითხრა: “შენ ნომერ პირველი მოთამაშე იქნები ჩემს გუნდში, რომელმაც ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა”, – ციტირებს დე ბრეინეს სიტყვებს “ტელეგრაფი”.

 

“მანჩესტერ სიტი” დე ბრუინეს სანაცვლოდ 72 მლნ ევროს ამზადებს

“მანჩესტერ სიტის” “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე სურს და ამ ტრანსფერის განხორციელებას ცდას არ აკლებს.

გერმანული ინტერნეტპორტალი SPORT1.de იუწყება, რომ ინგლისელები მზად არიან, 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გაიღონ. უახლოეს პერიოდში “ქალაქელებმა” გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით უნდა მიმართონ. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ თავად მოთამაშესაც სურს გუნდის გამოცვლა.

დე ბრუინეს “ვოლფსბურგთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელი გერმანულ კლუბში ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წელს გადავიდა. მაშინ მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო დახარჯეს.

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში კევინ დე ბრუინემ 34 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ოცი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს გასაყიდად ემზადება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაია ტურეს გასაყიდად მზად არის.

“ქალაქელები” 31 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს მილანის “ინტერი”. “მანჩესტერ სიტის” სურს, რომ კოტ დივუარელის ნაცვლად კლუბში “ვოლფსბურგის” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიყვანოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იაია ტურემ 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ბელგია — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში 25-ე წუთზე სოფიან ფეგულიმ თერთმეტმერიანით გახსნა, 70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი, ასევე შეცვლაზე შემოსულმა დრეს მერტენსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრეინე დაასახელეს.

22 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 56 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.