2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აფრიკელთა მეკარე რაის მბოლი დაასახელეს, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.
მბოლიმ მატჩი სრულად ჩაამთავრა.