კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნების საპასუხოდ “რივერ პლეიტმა”, შესაძლოა, ედუარდო ვარგასი გადაიბიროს.
25 წლის შემტევმა ქპრ-ს შემადგენლობაში გასულ სეზონში წარუმატებლად ითამაშა, თუმცა ამჟამად კოპა ამერიკაზე კარგ ფორმაში იმყოფება.
კონტრაქტით ვარგასი “ნაპოლის” ეკუთვნის, თუმცა დიდი ალბათობით ის ნეაპოლიტანური კლუბის გეგმებში არ შედის და მისი “რივერში” ტრანსფერი საკმაოდ რეალურიც ჩანს.