“არსენალი” 135-მილიონიან მბაპეს კვლავ არ ეშვება
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ბოლოდროინდელი ჩავარდნების გადაფარვას კილიან მბაპეს სენსაციური ტრანსფერის საშუალებით აპირებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Telegraph ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” მბაპესთვის, რომელიც “რეალში” თამაშზე ოცნებობს და რომლისთვისაც “პსჟ” 135 მილიონ ევროს იხდის, ახალ წინადადებას ამზადებენ.
ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” ირჩევს
OK Diario-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ეპატიჟებიან.
თუმცა, წყაროს ცნობით, მადრიდელთა შემტევს კარიერის “ოლდ ტრაფორდზე” გაგრძელების ვარიანტი უფრო მოსწონს, სადაც მას ჟოზე მოურინიო ელის.
სანჩესის ტრანსფერის გავლენა
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსის სანჩესის მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემთხვევაში, კლუბს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.
როგორც ცნობილი ხდება, პოლონელი თავდამსხმელი უკმაყოფილოა გერმანულ კლუბში არსებული სიტუაციით და მზადაა, “ბავარია” რომელიმე ინგლისურ კლუბში გაცვალოს.
დე ბური “კრისტალ პალასში”?
ფრანკ დე ბურს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისური “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები იწვევენ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სემ ალარდაისის მუშაობით.
როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილმა თავკაცმა გასული სეზონი “ინტერში” გაატარა, თუმცა მისი სადებიუტო სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა.
“ჩელსი” ვან დეიკს უახლოვდება
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას Sky Italia-ც ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის გადაბირებასაც “მანჩესტერ სიტიც” ცდილობდა, 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.