2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ხორხე ლუის პინტოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკის ნაკრების თავდამსხმელი ბრაიან რუისი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.
28 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 36 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.