მოურინიოს და გვარდიოლას “შახტარის” ნახევარმცველი მოუნდათ

“მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველით, ფრედით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ ინგლისური გამოცემები წერენ. გეტყვით, რომ, ჯერჯერობით, ორივე მათგანი 60 მილიონ ევროს ჩამოდის 25 წლის ფეხბურთელში.

“წითელი ეშმაკების” კაპიტანი, მაიკლ კერიკი სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის. შესაბამისად, მას შემცვლელი სჭირდება. ამის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სწორედ ფრედი სახელდება.

რაც შეეხებათ “ქალაქელებს”, პეპ გვარდიოლას ძირითად შემადგენლობაში ორი ასაკში შესული ფეხბურთელი ჰყავს: დავიდ სილვა და ფერნანდინიო. ორივე მათგანი 32 წლისაა. სწორედ ამ საქმისთვის, კატალონიელ სპეციალისტს ფრედი იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.

ბრაზილიელი “ინტერნასიონალის” აღზრდილია. იგი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინულ გუნდში და ამ პერიოდის მანძილზე პრემიერ ლიგაში ათი გოლიც გაიტანა.

“შახტარმა” “მანჩესტერ სიტის” 45-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა “შახტარს” 45 მილიონი ფუნტი შესთავაზეს ფრედის ტრანსფერში, მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, დონეცკური კლუბის უფროსები მხოლოდ 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებენ ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვას. Manchester Evening News-ის ცნობით, თავად ფეხბურთელი მანჩესტერში გადაბარგების მომხრეა.

24 წლის ფრედი 2013 წელს გადავიდა “შახტარში” ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან”. გეტყვით იმასაც, რომ ფრედს ძალიან კარგი შანსი აქვს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

ფრედმა “სანტოსის” კარში გოლი ერთი მეტრიდან ვერ გაიტანა (ვიდეო)

3 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ფლუმინენსემ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, მასპინძელთა თავდამსხმელმა, ფრედმა მეტოქის კარში გოლი ძალიან ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

ფრედის საშინელი პენალტი “ბოტაფოგოს” წინააღმდეგ

18 აგვისტოს, “ბოტაფოგოსა” და “ფლუმინენსეს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ფრედმა პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის 11 იმედგაცრუება

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებისგანაც გულშემატკივრები ბევრს ელოდნენ, თუმცა მათ თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს.

“ევროსპორტმა” გამოაქვეყნა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ის ფეხბურთელები შევიდნენ, რომლებმაც 2014 წლის მუნდიალი ჩააგდეს.

მეკარე – იკერ კასილასი

1

მარჯვენა მცველი – დანი ალვეში

2

ცენტრალური მცველი – პეპე

3

ცენტრალური მცველი – სერხიო რამოსი

4

მარცხენა მცველი – ბენუა ასუ-ეკოტო

5

ნახევარმცველი – ედენ აზარი

6

ნახევარმცველი – ალექს სონგი

8

ნახევარმცველი – შინჯი კაგავა

7

თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ

10

თავდამსხმელი – მარიო ბალოტელი

11

თავდამსხმელი – ფრედი

9

ფრედმა ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს მიმართა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ფრედმა გუნდის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

„სამწუხაროდ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც ჩვენ გვსურდა. ეს თითოეული ჩვენგანისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა ცხოვრება გრძელდება. საჭიროა ძალების მოძიება, რათა ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. დიდ მადლობას ვუხდი ქომაგებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად გაიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სამშობლოში გამართულ მუნდიალზე „სელესაომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის ბოლო ორ მატჩში გაუშვა ათი (!) და გაიტანა მხოლოდ ერთი გოლი.

ფრედმა ლუის სუარესი დაიცვა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ფრედმა ლუის სუარესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ფიფა-მ ურუგვაელს ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

„არ შეიძლება იმის უარყოა, რომ ლუისი შეცდა. თუმცა, როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს, მისი კარგად მესმის. იგი ემოციებს აყვა, როდესაც თავისი გუნდისთვის წარმატების მოტანა სურდა.

სუარესი უნდა დაისაჯოს, თუმცა ოთხი თვე საკმაოდ ბევრია. მისი კარიერა, შესაძლოა, დასრულდეს. პირადად მე, მსურს, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ითამაშოს“, – განაცხადა ფრედმა.

ტიაგო სილვა: “ფრედს გოლების გატანა სულაც არ ჭირდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტიაგო სილვა აცხადებს, რომ გუნდის თავდამსხმელ ფრედს მისი სიძლიერის დასამტკიცებლად, გოლების გატანა სულაც არ ჭირდება.

“რა თქმა უნდა, ფრედი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. იმისათვის, რომ თავისი სიძლიერე დაამტკიცოს, გოლების გატანა სულაც არ ჭირდება. თუ მის თამაშებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ის თანაგუნდელებს ტაქტიკურად დიდ დახმარებას უწევს”, – ამბობს “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი.

ნეიმარი და მარსელო ფრედის წინააღმდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მშვენიერ ხასიათზე არიან.

ნეიმარმა ფრედს სანაძლეო ჩააბარა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩააბარა სანაძლეო ნეიმარმა ფრედს.

ფრედი ისევ დაშავდა

როგორც მოგეხსენებათ ბრაზილიური ,,ფლუმინენსეს” თავდამსხმელმა ფრედმა ბარძაყზე ტრავმა გასულ წელს მიიღო და 4 თვე არ უთამაშია. გამოჯანმრთელებიდან 3 მატჩის შემდეგ კი ისევ ლაზარეთს მიაშურა.

თავდაპირველად კლუბის ექიმებმა განაცხადეს, რომ ფრედს მხოლოდ ათი დღე გაუცდებოდა, მაგრამ დაზიანება ძალიან სერიოზული აღმოჩნდა და შესაძლოა ფეხბურთელმა ორი თვე ვეღარ ითამაშოს.

ბრაზილიური მედიის თქმით, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა გამორიცხა ფრედის თამაში ამხანაგურ მატჩი, რომელიც  5 მარტს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაიმართება.

პელე: „ბრაზილიას მხოლოდ ფრედის იმედი ვერ ექნება“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს აზრით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ქვეყნის გუნდს, შესაძლოა, შეტევის ხაზში სერიოზული პრობლემები ჰქონდეს.

„ბრაზილიის ნაკრების შტევის ხაზი ოდნავ მაღელვებს. როდესაც მუნდიალებს ვიგებდით, ჩინებული თავდამსხმელები გვყავდა. დღევანდელ ნაკრებს კი უკეთესი დაცვა ჰყავს. ვფიქრობ, მხოლოდ ფრედის იმედი ვერ გვექნება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მაინც მჯერა. ბრაზილიამ კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ამავე დროს, მესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი – სულ სხვა ტურნირია“, – განაცხადა პელემ.

ალექსანდრე მატევოსოვი