შესაძლოა, თბილისის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე გერმანიის ბუნდესლიგაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელით ბრემენის “ვერდერი” დაინტერესდა. ცნობილია, რომ გიორგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კლუბთან მოლაპარაკება უნდა შედგეს.
გიორგი პაპუნაშვილი “დინამოს” აღზრდილია. მან გასულ სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა. გიორგის საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ხოლო ერთხელ გიბრალტარის ნაკრებთან გამართულ მატჩში, ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო.
რაც შეეხება “ვერდერს”, ამ კლუბს ბუნდესლიგა ოთხჯერ აქვს მოგებული, ბოლოს კი ეს 2004 წელს მოახერხა. ბრემენელებმა გერმანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ცხრილში მე-10 პოზიცია დაიკავეს.